42 წლის საიმონ სინეკს ლიდერშიფის გურუდ მოიხსენიებენ. Sinek Partners-ის დაფუძნებამდე მან Euro/RSCG-სა და Ogilvy & Mather-ში მიიღო გამოცდილება. იქ მოღვაწეობის მანძილზე, სინეკმა სტრატეგიული კომუნიკაციების პლატფორმა ისეთი ორგანიზაციებისათვის განავითარა, როგორებიცაა OppenheimerFunds, JPMorgan Chase, EchoStar’s Dish Network, MCI და Northwest Airlines.
დღეს სინეკი, ორგანიზაციასთან ერთად, ასწავლის ლიდერებსა და სხვა ორგანიზაციებს, როგორ შთააგონონ ადამიანები. პარალელურად, კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორიცაა. მისმა არატრადიციულმა და ინოვაციურმა ხედვამ ბიზნესსა და მენეჯმენტზე ისეთი მსხვილი კომპანიები დააინტერესა, როგორებიცაა: Microsoft, GE Silicones, AOL, New York City Ballet, Members of the United States Congress.
მარკეტერი მის საინტერესო გამონათქვამებს გთავაზობთ:
დამქირავებელს სურს, რომ ფული შედეგში გადაიხაროს, დაქირავებულს კი უნდა, რომ ძალისხმევის მიხედვით შეაფასონ. თუკი ბოსი თანამშრომლების ძალისხმევას დააფასებს, შედეგები მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება.
ადამიანის ქცევისკენ წაქეზების ორი გზა არსებობს: მანიპულირება და შთაგონება.
ვარსკვლავი მწვერვალზე ასვლას ცდილობს. ლიდერს სურს, რომ მისი გარშემომყოფები აიყვანოს მწვერვალზე. სწორედ, ესაა განსხვავება.
კორპორატიულ კულტურას დიდი მნიშვნელობა აქვს. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ ეკიდება კომპანია თანამშრომლებს. შედეგიც შესაბამისი მოყვება – უკეთესი ან უარესი.
ლიდერშიფი არის აზროვნების, მოქმედებისა და კომუნიკაციის თავისებური გზა.
თუ შენი ქმედებები შთააგონებს სხვებს იოცნებონ მეტი, ისწავლონ მეტი, აკეთონ მეტი და გახდნენ უკეთესები, ე.ი. შენ ლიდერი ხარ.
თუ თანამშრომლებს მხოლოდ იმიტომ ქირაობ, რომ მათ საქმის კეთება შეუძლიათ, ისინი შენთან ფულის გამო იმუშავებენ, ხოლო თუ დაიქირავებ ადამიანებს, ვისაც სწამთ იმის, რისიც გჯერა შენ, ისინი საქმეში სულით ხორცამდე იქნებიან ჩაბმულნი.
ლიდერი არ არის ის, ვინც სხვების მაგივრად მუშაობს. ლიდერი ისაა, ვინც ეხმარება სხვებს, გაერკვნენ საქმეში უკეთ, გააკეთონ დამოუკიდებლად და მიაღწიონ წარმატებას.
მეტი ინფორმაციის ქონა ყოველთვის ჯობს მის დეფიციტს. როდესაც ადამიანებმა იციან მოვლენის გამომწვევი მიზეზების შესახებ, მათი რეაგირება უფრო გაცნობიერებულია.
ჩემპიონი არ არის ის, ვინც ყოველთვის იმარჯვებს – ჩემპიონია ის, ვინც ერთვება რბოლაში და ყოველ ჯერზე უფრო მეტად ცდილობს. “ჩემპიონობა” გონებრივი მდგომარეობაა.
ჩემპიონი ეჯიბრება საკუთარ საუკეთესო შედეგებს სხვების შედეგებზე მეტად. ჩემპიონებში მხოლოდ ათლეტებს არ ვგულისხმობ.
დიდი განსხვავებაა, უსმენდე და ელოდებოდე, როდის მოვა შენი საუბრის ჯერი.
დიდი ლიდერები ადამიანების შესანარჩუნებლად დიდ თანხას სწირავენ, ხოლო პატარა ლიდერები სწირავენ ადამიანებს დიდი თანხების შესანარჩუნებლად.
ბედნიერი თანამშრომლები იზიდავენ ბედნიერ მომხმარებელს, ხოლო ბედნიერი მომხმარებლები, თავის მხრივ, უზრუნველყოფენ აქციონერების ბედნიერებას.
შენ არ ქირაობ უნარების გამო, შენ ქირაობ მიდგომის გამო. უნარებს ყოველთვის ასწავლი.
ძალიან ცოტა კომპანიას თუ ადამიანს შეუძლია ფორმულირება მოახდინოს, თუ რატომ აკეთებენ იმას, რასაც აკეთებენ. “რატომ?” საუბრობს თქვენს მიზანზე, განზრახვაზე – რატომ არსებობს თქვენი კომპანია?!
ადამიანები არ “ყიდულობენ” იმას, რასაც თქვენ აკეთებთ. ისინი “ყიდულობენ” მიზეზს, თუ რატომ აკეთებთ იმას, რასაც აკეთებთ.
მე ვეძებ ლიდერებს და ვასწავლი მათ, თუ როგორ შექმნან პლატფორმა, რომელიც სხვებს შთააგონებს.
პანიკა იწვევს გვირაბის სტილის აზროვნებას. სიმშვიდე და სიტუაციის მიღება გვეხმარება უფრო მარტივად შევაფასოთ სიტუაცია და დავინახოთ გამოსავალი.
ბალანსის მთელი საიდუმლო ისაა, რომ მსხვერპლის გაღება ნორმად არ გადააქციო.
ყველაფერში კარგები რომ ვიყოთ, ერთმანეთი აღარ დაგვჭირდებოდა.