in ,

საინფორმაციო პორტალი – ქალაქის გზამკვლევი ბათუმელებისთვის !

Startauperi
Startauperi

ბათუმი ერთ-ერთი ყველაზე სასურველი მიმართულებაა როგორც ქართველებისთვის, ასევე ტურისტებისთვის. ინფორმაცია რესტორნების, სასტუმროების და კულტურული ღონისძიებების შესახებ კი მოგზაურობის  ერთ-ერთი განუყოფელი და აუცილებელი ნაწილია. ინფორმაციის მოპოვების გაადვილების მიზნით, ახალი საიტი – www.infobatumi.ge შეიქმნა. დეტალური ინფორმაციისთვის კი მარკეტერი საიტის დამფუძნებელეს – ილია ფირცხალაიშვილს ესაუბრა. 

ilia pirckhalaishviliM: როგორ, როდის და რატომ გაჩნდა იდეა?

ბათუმი როგორც ტურისტებისთვის ისე ადგილობრივებისთვის ძალიან მიმზიდველი ქალაქია, იხსნება და შენდება ახალი რესტორნები და გასართობი ცენტრები, რის შესახებ ინფორმაციაც მხოლოდ ადგილობრივებს აქვთ. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ გაგვეკეთებინა საიტი www.infobatumi.ge , რომლის მეშვეობითაც ადამიანებს ექნებათ დეტალური ინფორმაცია ივენთების, რესტორნების, გასართობის ცენტრების, მაღაზიების და ა.შ შესახებ. ეს კი უფრო მეტად აძლევთ სტიმულს გასართობ ობიექტებს გააკეთონ ახალი ივენთი. თუმცა, იდეა გაჩნდა მაშინ, როცა მეგობრის ქორწილისთვის დარბაზს ვეძებდით. ორი დღის განმავლობაში ფეხით მოვიარეთ ბათუმი,  რომ გაგვეგო ინფორმაცია დარბაზებისა და მათ მომსახურების ფასების შესახებ, ინტერნეტში ვერანაირი ინფორმაცია ვერ ვიპოვე მათზე. სწორედ აქედან გამომდინარე გადავწყვიტე ამ საიტის გაკეთება, ახლა ნებისმიერი მსგავი ინფორმაციის პოვნაა შესაძლებელი ჩვენს საიტზე.

M: რატომ არის ინფო-ბათუმი ასეთი პოპულარული?

ჩვენ გვაქვს კონკრეტული მიზნები და პრინციპულად ამ მიზნებისთვის ვმუშაობთ, სახელიც სწორად გვაქვს შერჩეული. ჩვენი თანამშრომლების გუნდიც, მენეჯერიც, ინფობათუმის საიტიც მარტივია. „მარკეტინგიც“ სწორად მუშაობს.

M: როგორ ფიქრობთ რატომ არ ყავს ინფო-ბათუმს კონკურენტები?

ალბათ ჯერ არ დაბადებულან… ჰყავდა  კონკურენტები და ალბათ კიდევ ეყოლება… ზოგიერთს ჩვენი სახელიც გამოუყენებია, მაგრამ ადვილი არა არის იყო ინფობათუმი. ძალიან დიდი დაბრკოლებების გადალახვა გვიწევს მხოლოდ საკუთარი შესაძლებლობების ხარჯზე.

M: საინტერესო (თუნდაც იუმორისტული) ისტორია რაც „ინფო-ბათუმს“ გადახდა?

ჩვენ ყოველთვის გვირეკავენ სხვადასხვა შეკითხვებით, მაგ: შუქი რატომ ჩაქრა? გაზი როდის ჩაირთვება? შეკიდული ჭერები სად შეიძლება ვიყიდოთ?

გვქონდა შემთხვევა მატარებელში, ჩვენი მენეჯერი მიდიოდა თბილისში, ხაშურში დიდი ხნით გაჩერდა მატარბელი. ამ დროს რეკავს შეწუხებული ქალბატონი იმავე ვაგონიდან და შვილო რა ხდება, როდის გავა მატარებელიო…  ჩვენმა მენეჯერმა უპასუხა, ვერ გეტყვით ქალბატონო მეც აქ ვარო ..

M: გაფართოებას ან რაიმე სიახლეს ხომ არ აპირებთ?

რა თქმა უნდა, ყოველ სეზონზე ვაკეთებთ Update-ს. რაც დრო გადის, საიტსაც ვხვეწავთ, ამჟამად საიტი პროფესიონალურად ითარგმნება რუსულ და ინგლისურ ენებზე, რაც მალე დასრულებული იქნება და გავალთ სხვადასხვა ქვეყნებში, სადაც შევთავაზებთ სხვადასხვა ტურისტულ მომსახურებებსაც, ტურებს აჭარის მასშტაბით, სასტუმროების ჯავშანს. ასევე,  გვინდა ცხელი ხაზის გაკეთებაც, ამაზე  ძალიან დიდი მოთხოვნაა.

სხვა უახლოეს გეგმებს სიურპრიზად დავტოვებთ

რას ნიშნავს Orange Santa-ს განსხვავებული დასასრული? და ვინ არის ახალი გმირი?

სმარტი ფასდაკლებას ორიგინალურად იწყებს! ლივინგსტონის ახალი პროექტი