in

23 ივნისს დეზინფორმაციასთან ბრძოლის წინააღმდეგ რიგით მეორე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება

ცოტა ხნის წინ USAID-მა, Zinc Network-მა და Startup Grind Tbilisi Georgia-მ ახალი პროექტი წამოიწყეს, რომლის მთავარი მიზანიც, საქართველოში დეზინფორმაციული ეკოსისტემის დარღვევაა. ამ პროექტის ფარგლებში, კომპანიები საინფორმაციო შეხვედრებს მართავენ, რომლის მეორე ღონისძიებაც 23 ივნისს გაიმართება. ამ ღონისძიებაზე შესაძლებობა გექნებათ, გაიგოთ, თუ რა ტექნოლოგიებსა და ხერხებს იყენებენ დეზინფორმაციის მკვლევრები და როგორია საერთაშორისო პრაქტიკა.

სპიკერებს შორის იქნებიან როგორც ქართველი, ისე უცხოელი ექსპერტები. ისინი ისაუბრებენ აქტუალურ თემებზე, როგორებიცაა: ქრონიკულად ქცეული დეზინფორმაციის ტალღები, მათთან ბრძოლის ხერხები, სოციალური მედიის როლი ამ საქმეში და სოციალური მედიის თაღლითური ანგარიშების იდენტიფიკაციის პრობლემური მხარეები. ეს ასევე არის შესაძლებლობა, გააზიაროთ იდეები და მოუსმინოთ CDI კონკურსის ორგანიზატორებს. 

USAID-ის, Zinc Network-ისა და Startup Grind-ის თანამშრომლობის ფარგლებში შექმნილი ინოვაციური კონკურსი დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლას უწყობს ხელს. ის მოიცავს ტექნიკური კომპანიების სსო-ებთან მუშაობას, დეზინფორმაციის საწინააღმდეგოდ ძლიერი ინსტრუმენტების შემუშავებისთვის.

ღონისძიება სასტუმრო Rooms-ში გაიმართება, კოსტავას 14-ში. მასზე დასასწრებად წინასწარი რეგისტრაციაა საჭირო.

Alo-ს ჭკვიანი აქსესუარი სამედიცინო პერსონალის კეთილდღეობაზე იზრუნებს

Myparts.ge განახლებული ვებგვერდი ყიდვა-გაყიდვის მეტი სიმარტვისითვის