in

„საინი“ – ქართული ასონიშნები ორნამენტებად: ჭურჭლის, ინტერიერისა თუ ექსტერიერის დიზაინში

Startauperi
Startauperi

საინინინო სლეპჩენკოსა და მისი მეუღლის, ლევან ვათეიშვილის ოჯახური სტარტაპია, რომელთა საერთო გამოცდილებაც, ინტერიერის დიზაინში, უკვე წლებს ითვლის. სახელოსნოს ფუნქციონირების შთაგონების წყარო ქართული ანბანი გახდა, რადგან სწორედ ქართული მხედრული ანბანის მეშვეობითა და სათანადო გეომეტრიულ სისტემაზე დაყრდნობით შექმნეს უნიკალური ორნამენტები და მათი სხვადასხვა ნივთზე გადატანით, ჭურჭელსა თუ ინტერიერისა და ექსტერიერის დიზაინში, ქართული ანბანისა და კულტურის პოპულარიზებაშიც შეიტანეს წვლილი. დღესდღეობით, სულ 1200-ზე მეტი ორნამენტია შექმნილი და მომხმარებელს შეუძლია, სასურველი ასო-ნიშნის ორნამენტების ვარიაციებიდან შეარჩიოს ის, რომელიც ყველაზე მეტად მოსწონს. კონკრეტულად, რა გამოცდილება აქვთ სტარტაპის ავტორებს შრიფტის მხატვრობაში, როგორია ბრენდის ფილოსოფია და როგორ იღებს იდეა საბოლოო პროდუქტის სახეს, მარკეტერს „საინის“ დამფუძნებელი, ნინო სლეპჩენკო ესაუბრა:
M: რა გამოცდილებაზე დაყრდნობით დაიწყეთ ორნამენტების შექმნა და როგორ არის თქვენი როლები გადანაწილებული სამუშაო პროცესში?
ჯერ კიდევ აკადემიაში ვსწავლობდი შრიფტის მხატვრობას ინა დივნოგორცევა-გრიგოლიასთან, რომელიც გამოჩენილი ქართველი მხატვრის, თანამედროვე ქართული გრაფიკის ფუძემდებლის, პროფესორ ვლადიმერ (ლადო) გრიგოლიას მეუღლე გახლდათ. ეს საგანი ყოველთვის მაინტერესებდა და მიყვარდა. ქართული ასოების სრულყოფილებამ დამაფიქრა იმაზე, რომ ისინი გამომეყენებინა ორნამენტის შესაქმნელად. ეს რთული მეთოდია, რომელშიც გეომეტრია და მათემატიკაა ჩართული და მხოლოდ რაიმე პროგრამის გამოყენება არ არის საკმარისი, რომ ასოების „ბრუნვის“ შედაგად, კომპოზიციურად სრულყოფილი ორნამენტი მივიღოთ. ორნამენტებზე მხოლოდ მე ვმუშაობ. შემდეგ, ლევანთან ერთად, ვქმნი დიზაინის ობიექტებს.

M: ვინ იმუშავა ბრენდინგზე და როგორ გამოხატეთ ლოგოტიპით ბრენდის ფილოსოფია?
როდესაც ორნამენტები საკმაოდ დიდი რაოდენობით დამიგროვდა, ვფიქრობდით გამოფენის გაკეთებაზე, მაგრამ გვენანებოდა ასეთი სილამაზის ერთჯერადად გამოფენა. ამიტომ, პირველი რაც მოვიფიქრეთ, იყო მათი თეფშებზე გადატანა. შესაბამისად, სახელი „საინი“ შევარჩიეთ, თან ინგლისურ “sign-თან“, ანუ ნიშანთანაც იწვევდა სახელი ასოციაციას. ვინაიდან მე გრაფიკული დიზაინერი ვარ, შორს არ წავსულვართ და ლოგოც თავად შევქმენი. გადაწყვეტა მარტივია: წრეში (რადგან საინები არის ჩვენი გამორჩეული მიმართულება) ჩასმული წარწერა „საინი“, სადაც „ა“ და „ი“ გადაბმულად ჩავსვი და ეს გადაბმა უსასრულობის ნიშანს ჰგავს იმიტომ, რომ ამ „დატრიალების“ პრინციპით შექმნილი ორნამენტების სახეები თითქმის უსასრულოა.M: რას სთავაზობ „საინი“ კლიენტებს?
ჩვენ მომხმარებელს ფართო არჩევანს ვთავაზობთ, როგორც ინტერიერის  ნივთებში, ასევე ყოველდღიური მოხმარების საგნებზე. „საინის“ პროდუქცია მოიცავს: სანათებს, გრავირებულ დეკორატიულ სარკეებს, ჭურჭელს, ნატურალური ქვის გრავირებულ კედლის დეკორებსა და მაგიდებს, იატაკისა და კედლის მოზაიკას, კერამიკულ ფილებს, დეკორატიულ გაფორმებებს. გარდა ჩამოთვლილისა, მომხმარებელს შეუძლია, შეიძინოს ჩვენივე დიზაინით მომზადებული სასუვენირო ნივთები, რაც მიგვაჩნია, რომ საქართველოში ჩამოსული ტურისტებისთვის მიმზიდველი იქნება. ჩვენი პროდუქციით, ასევე  შეგვიძლია ბინის, კაფეს, კლუბის, სასტუმროს ან რესტორნის ინტერიერის დიზაინის შექმნა. ეს ორნამენტები, ფაქტობრივად, ყველა მასალასა და ნივთს უხდება – ეფექტურად გამოიყურება ინტერიერსა და ექსტერიერშიც.

M: რა მასალის გამოყენებით გადადის ორნამენტი ზედაპირზე? როგორია ეს პროცესი?
ფაიფურის ჭურჭელზე ორნამენტი დეკოლის ტექნოლოგიით გადადის, რომლის დამზადება გვიწევს თურქეთში, გამოწვაც იქ ხდება. პროცესი,
ნაწილობრივ, ხელით მიმდინარეობს. რაც შეეხება ინტერიერის სხვა ნივთებს, მათ შესაქმნელად ვიყენებთ ბუნებრივ ნატურალურ მასალებს: ქვა, ხე, რკინა, სარკე და მინა. ამ მასალებზე ორნამენტის დატანა მაღალი ხარისხის ლაზერული გრავირების ან ჭრის მეთოდით ხდება.

გარდა ამისა, ჩვენი ტორშერების ოროგინალური ნათების მისაღწევად, შევქმენით უნიკალური ნათურა, რომელსაც ხელით აწყობს ჩვენი გონიერი და ნიჭიერი ხელოსანი. ამ ნათურების ქარხნულად დამზადებაც გვსურს, რადგან მხოლოდ ეს ნათურა იძლევა ორნამენტის ასეთ მკაფიო ჩრდილს.M: როგორია თქვენი ამჟამინდელი და სამომავლო გამოწვევები?
ჩვენი მიზანია, რომ პროცესი მთლიანად საქართველოში მოხდეს და საჭირო დანადგარების არსებობით, აღვადგინოთ დეკოლის ტექნოლოგია, რომელიც ტრადიციულად, ძალიან ხარისხიანად სრულდებოდა საქართველოში და იძლეოდა ჭურჭლის მასიური წარმოების საშუალებას. ჩვენი მთავარი გამოწვევაა დაფინანსების არქონა და არასათანადოდ კეთილმოწყობილი სამუშაო სივრცე-სახელოსნო.

ჩემოდანი, რომელსაც კრიშტიანუ რონალდუ ხელს ვერ უშვებს – American Tourister-ის სახალისო ვიდეორგოლი

Coca-Cola-ს და ჯეისონ დერულოს ჰიმნი FIFA 2018-ისთვის!