in

Sainsbury შობისთვის „დიდ კეთილ გოლიათთან“ ერთად ემზადება

BOG
BOG

საახალწლო რეკლამები გახსნილად გამოგვიცხადებია… Sainsbury-იმ ინსპირაცია როალდ დალის ცნობილი დიდი კეთილი გოლიათისგან (BFG-) მიიღო, სტივენ ფრაის ხმით კი მასზე და Sainsbury-ის ნამდვილ თანამშრომელ სოფიზე მოგვიყვა, რომელთა მისია დღესასწაულისთვის ყველაზე საინტერესო საქმის კეთებას, საშობაო მენიუს შედგენას გულისხმობს…

რეკლამა ნამდვილ საშობაო ზღაპარს ჰგავს და შეგიძლიათ, ამაში თავადვე დარწმუნდეთ:  

 

Sainsbury-ის აქვს ყველაფერი, რაც ნებისმიერი გემოსა და ბიუჯეტის დაკმაყოფილებას შეძლებს შობისთვის. წელს Roald Dahl Story Company-ისთან თანამშრომლობა შესანიშნავი შესაძლებლობა იყო ნოსტალგიებისა და იმ თბილი სულისკვეთების გასაღვიძებლად, რომელსაც BFG გვთავაზობს. ვიმედოვნებთ, რომ ეს რეკლამა ადამიანების გულში მოხვდება და მათ ბედნიერებით აავსებს. თითქმის 21 მილიონი გაყიდული ეგზემპლარით მსოფლიოში, დიდი კეთილი გოლიათი თაობების შთაგონებას აგრძელებს…, — აცხადებს ემა ბისლი, Sainsbury-დან.

დაბოლოს, ეს New Commercial Arts-ის პირველი თანამშრომლობაა Ogilvy-სთან მას შემდეგ, რაც ქსელმა სააგენტო შეიძინა…

Nikon-მა მიკროსკოპის ქვეშ გადაღებული საუკეთესო ფოტოები გამოაქვეყნა

ობერონ რაპიდი – კონტაქტურ-სისტემური აკარიციდი მცენარის ტკიპებისგან დასაცავად