in

Sainsbury’s-ს გენიალური რეკლამა და გაცოცხლებული საშობაო ისტორია!

მარკეტერი წარმოგიდგენთ ბრიტანული სუპერმარკეტების ქსელის Sainsbury’s გენიალურ რეკლამას, რომელიც პირველი მსოფლიო ომის დროს მომხდარ რეალურ ისტორიას აცოცხლებს. რეკლამა სარეკლამო სააგენტო AMV BBDO-ს ეკუთვნის, მასში ჩართეს ისტორიკოსებიც, რათა მაქსიმალურად დეტალურად აღედგინათ 1914 წელს მომხდარი მოვლენები.

გერმანელი და ბრიტანელი ჯარისკაცების ყოველდღიური მისია, ერთმანეთის განადგურება და მტერზე საბოლოო გამარჯვება იყო. ის რაც მოხდა დაუჯერებელი იყო. მტრები შობის ღამემ გააერთიანა, მათ ცეცხლი შეწყვიტეს, ერთმანეთს შობა მიულოცეს და სიმბოლური საჩუქრებიც გაცვალეს! კამპანიის მთავარი მესიჯია “შობა განსაკუთრებული დღესასწაულია, რომელსაც ადამიანები ერთად ხვდებიან და ერთმანეთს სიკეთეს უზიარებენ”

ნახეთ საუკუნის ისტორია 100 წლის შემდეგ!

არ არსებობს ვაქცინა ძალადობის წინააღმდეგ!

თბილისში „ტიფანი ბარი“-ს ოფიციალური გახსნა გაიმართება !