in

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოში ახალი სასწავლო წლის დაწყებას აღნიშნავს 

16 სექტემბერს, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოში ახალი სასწავლო წლის დაწყების საზეიმო ცერემონიას უმასპინძლებს. სპეციალურად ამ დღისთვის, ქვეყანაში ჩამოვიდნენ: ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის აღმასრულებელი დირექტორი შონ ქერენქროსი, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო პრორექტორი, ჯოზეფ ჯონსონი და ამერიკელი პროფესორების დელეგაცია. ღონისძიება 16:30-დან 17:00 საათამდე საგამოფენო ცენტრ „ექსპოჯორჯიას“ #3 პავილიონში ჩატარდება.

bog
bog-mob

„აკადემიური წლის დაწყების ოფიციალური ცერემონია საუნივერსიტეტო ცხოვრების დასაწყისის აღსანიშნავი დღეა. ეს ცერემონია, ასევე, ამყარებს ისეთ ინსტიტუციურ ღირებულებებს, როგორიცაა განსწავლულობა, მოქალაქეობა და ლიდერობა. საპატიო სტუმრები სიტყვით მიმართავენ პირველკურსელებს და მიულოცავენ მათ საუნივერსიტეტო ცხოვრების დაწყებას. ღონისძიებას დაესწრებიან განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი, აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი საქართველოში ელიზაბეთ რუდი, ათასწლეულის გამოწვევის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი მაგდა მაღრაძე და სხვა მოწვეული სტუმრები, საჯარო თუ კერძო სექტორიდან“.

2019 წელს, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ამერიკულ საბაკალავრო პროგრამებზე საქართველოში 137 სტუდენტი ჩაირიცხა. როგორც თავად ამბობენ, მეხუთე ნაკადი, ჩვეულებისამებრ, წარმატებული და მრავალფეროვანია. მათ შორის არიან საერთაშორისო და ადგილობრივი სამეცნიერო ოლიმპიადების გამარჯვებულები და სტუდენტები უმაღლესი ქულებით ეროვნულ გამოცდებზე. სტუდენტთა, დაახლოებით, 40% გოგონაა.

„წელს სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოში მივიღეთ სტუდენტები, რომელთაც ქვეყნის მასშტაბით, უმაღლესი ქულები მოიპოვეს ზოგადი უნარების, მათემატიკის, ქიმიისა და ინგლისური ენის გამოცდებზე. მათ შორის არიან საერთაშორისო სტუდენტები 3 სხვადასხვა ქვეყნიდან (თურქეთი, გერმანია, აზერბაიჯანი). წელს უნივერსიტეტში, აგრეთვე, ისწავლიან გაცვლითი სტუდენტები აშშ-დან. მოხარული ვარ, რომ საქართველოში სტუდენტების ინტერესი ტექნოლოგიური და საინჟინრო მიმართულებების მიმართ ყოველწლიურად იზრდება. ჩვენ ძალიან დიდი ძალისხმევა გავწიეთ, რომ ამერიკული საუნივერსიტეტო განათლება დაგვენერგა საქართველოში, ამით კი ადგილობრივი სამუშაო ძალის გაძლიერებაში წვლილი შეგვეტანა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყანაში ეკონომიკის განვითარებისთვის. დღეს აღვნიშნავთ სტუდენტების საუნივერსიტეტო კარიერის დასაწყისს. წარმატებას ვუსურვებ ყველა სტუდენტს ამ მნიშვნელოვან დღეს“, – ამბობს სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოს დეკანი ჰალილ გუვენი.

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (SDSU) ასწლიანი ისტორიის მქონე ამერიკული უნივერსიტეტია. ის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი უმაღლესი სასწავლებელია კალიფორნიაში.

SDSU, აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) მეორე კომპაქტის ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოში 2015 წლიდან სთავაზობს მაღალი ხარისხის, საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე საბაკალავრო პროგრამებს საინჟინრო და ტექნოლოგიურ (STEM) დარგებში. სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოს კურსდამთავრებულები მიიღებენ ამერიკულ დიპლომს. აღნიშნული პროგრამები ხელს შეუწყობს საქართველოში სამშენებლო, საბუნებისმეტყველო და ტექნოლოგიური დარგების განვითარებასა და ქვეყანაში მაღალკვალიფიციური სამუშაო ძალის მომზადებას“.

[R]

Mercedes-მა 120 წლის წინანდელი მოდელი „გააცოცხლა“

დიეგო კონტრერასი iPhone 11 Pro-ს კინემატოგრაფიულ შესაძლებლობებს ცდის