in

სანკტ-პეტერბურგის ბრენდინგი – სტუდია ლებედევი

რუსეთის ერთ-ერთმა ყველაზე პოპულარულმა და სკანდალურმა  ლებედევის სტუდიამ სანკტ-პეტერბურგის ტურისტული ბრენდინგი წარმოადგინა.

პროექტის დამთვრებას 2014 წლის ნოემბრიდან ელოდებოდნენ, რომელიც მხოლოდ 2015 წლის დასაწყისში განხორციელდა.

saint-petersburg-logo-grid

ლოგოსთვის ლათინური შრიფტი იხმარეს, რომელიც კირილიცას (რუსული შრიფტი) ელემენტებით დატვირთეს. ლოგოს S და i ასოებზე სანკტ-პეტერბურგის სიმბოლო, გახსნილი ხიდებია გამოსახული. ლოგოს ბოლოში გამოსახული ტალღა პეტერბურგის მდინარეებთან ასოცირდება.

პროექტის ფარგლებში კრეატორებმა ტურისტული ნიშნები შექმნეს. თითოეული ნიშანი სანკტ-პეტერბურგის ღირშესანიშნაობას აღნიშნავს. ქალაქის ლოგოს  სხვადასხვა კომბინაციები და ტექსტები სარეკლამო მასალაზე განთავსებას უფრო მარტივს ხდის.

saint-petersburg-logo-croissant

ბრენდინგზე გამოხმაურებას რაც შეეხება აქ საქმე მარტივად ნამდვილად არაა, დიზაინერები და სხვადასხვა სააგენტოები თვლიან, რომ  ლებედევის პროექტები სულ უფრო და უფრო უგემოვნო ხდება და პეტერბურგის ახალი ბრენდინგი ქალაქის ტროლინგია.

2

 

als-spb

ადგილი დაკავებულია! ქართული სოციალური კამპანია, რომელმაც 500 000$-ის უფასო გაშუქება მოიპოვა

Vogue-ს მოდელები სათამაშოებად იქცნენ