in

დეა კულუმბეგაშვილის ფილმმა „დასაწყისი“, სან-სებასტიანის საერთაშორისო კინოფესტივალზე, 4 მთავარი ჯილდო მიიღო 

სან-სებასტიანის საერთაშორისო კინოფესტივალზე, 4 მთავარი ჯილდო, ქართველი რეჟისორის დეა კულუმბეგაშვილის ფილმმა „დასაწყისი“ მიიღო.

BOG
BOG

„კინოფესტივალის მთავარი ჯილდო „ოქროს ნიჟარა“ გადაეცა დეა კულუმბეგაშვილის ფილმს „დასაწყისი“! და კიდევ სამი მთავარი ჯილდო: დეა კულუმბეგაშვილი – საუკეთესო რეჟისორი („ვერცხლის ნიჟარა“); ია სუხიტაშვილი – საუკეთესო მსახიობი ქალი („ვერცხლის ნიჟარა“), დეა კულუმბეგაშვილი და რატი ონელი – საუკეთესო სცენარი (ჟიურის სპეციალური პრიზი). ვულოცავთ ფილმის მთელ შემოქმედებით ჯგუფს ამ დიდ გამარჯვებას“, – წერს საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი.

ფილმი იეჰოვას მოწმეთა თემის შესახებ გვიამბობს, რომელსაც, მძინარე პროვინციულ ქალაქში, თავს ექსტრემისტული დაჯგუფება დაესხმება. მთავარი პერსონაჟია იანა, იეჰოვას მოწმეთა ლიდერის მეუღლე. მისი ნაცნობი სამყარო ამ კონფლიქტის შუაგულში ნელ-ნელა ინგრევა, შინაგანი უკმაყოფილება კი იზრდება მას შემდეგ, რაც საკუთარის სურვილების გაანალიზებას იწყებს.

photo credit: GNFC

„ლიტერა“ 2020-ის გამარჯვებულები ცნობილია!

„შეუდარებელი QLED 8K“ – ახალი  ტელევიზორი „სამსუნგისგან“