არაყი “მამონტი” უკვე მეორე წელია მართავს კონკურსს, რომელშიც მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ბარმენებსა და შეფ მზარეულებს. ქართველებს, წელს პირველად მიეცათ შანსი მიიღონ მონაწილეობა კონკურსში. მსურველებმა, არაყი “მამონტისგან” უნდა დაამზადონ კოქტელი და შეუხამონ შესაბამისი კერძი, დარეგისტრირდნენ საიტზე და ჩაერთონ კონკურსში “მამონტის მისია 2015.” დეტალური ინფრომაციისთვის მარკეტერი მამონტის ბრენდ მენეჯერს საქართველოში – ნატა კანდელაკს ესაუბრა.
M: წელს პირველად აქვთ ქართველ მომხმარებელს ამ კონკურსში მონაწილეობის მიღების საშუალება? თუ გაქვთ ინფორმაცია ამ დრომდე რამდენი ადამიანია ჩართული ?
საქართველოსთვის ეს პიველი წელია, კარგია რომ ქართველ ბარმენებს და შეფ მზარეულებსაც მიეცათ საშუალება მიიღონ მონაწილეობა „მამონტის კონკურსში“.
ამ დროისთვის დაახლოებით 10 ჯგუფი დარეგისტრირდა საიტზე და საკმაოდ საინტერესო რეცეპტები წარმოგვიდგინეს.
M: ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება ? მოყვარულებს თუპ როფესიონალ ბარმენებსა და შეფ მზარეულებს? ასევე, თუ არის პროფესიაზე შეზღუდვა ?
უნდა შედგეს ორ კაციანი ჯგუფი, (ბარმენი და შეფმზარეული) აუცილებელია ჯგუფს დაარქვან სახელი და საიტზე დაარეგისტრირონ თავიანი შემოთავაზებული მამონტისგან დამზადებული კოქტეილი/კერძი. აუციელებლია კონკურსის მონაწილე დასაქმებული იყოს მოქმედ ბარში/რესტორანშო/კლუბში.
M: რაც შეეხება შერჩევის პროცესს ? (როგორ წარიმართება და რა ხდება კერძის ონლაინ რეგისტრაციის შემდგომ)
მას შემდეგ რაც 2 კაციანი ჯგუფი დარეგისტრირდება საიტზე, http://www.mamont-mission.com/ მათი რეცეპტი განიხილება წამყვანი ინდუსტრიული ექსპერტებისგან შემდგარი ჟიურის მიერ.
M: როგორც აღნიშნეთ, გამარჯვებულებს ელოდებათ თავბრუდამხვევი ექსპედიცია ციმბირში ? უფრო დეტალურად რომ გვითხრათ, რა იგეგმება ციმბირში ?
მოსკოვში გამართულ ფინალში გამარჯვებული გუნდი მონაწილეობას მიიღებს თავბრუდამხვევ ექსპედიციაში ციმბირში, რომლის მიზანიც დიდი მამონტის პოვნა იქნება.
ექსპედიციას გაუძღვება პროფესიონალი მამონტებზე მონადირე და გუნდი აღჭურვილი იქნებაუახლესი ტექნოლოგიით, რათა მოხდეს მოუხელთებელი და იშვიათი ცხოველის პოვნა. ზუსტი თარიღი დადასტურებას ექვემდებარება. თუმცა, ეს მოხდება 2015 წლის აგვისტოს შუა რიცხვებში.
გარდა სხვა ბევრი საინტერესო პრიზებისა, რომელიც ყველა მონაწილეს გადაეცემა, მხოლოდ საქართველოსთვის მამონტი გვთავაზობს კიდევ ერთ განსაკუთრებულ პრიზს – „კონკურსის სიმპატია“ – მამონტი გამარჯვებულ ჯგუფს დაასაჩუქრებს ბერლინში მოგზაურობით, და გადასცემს ბერლინის ბარმენ შოუზე დასასწრებ მოსაწვევს.