მანქანების ცნობილ ბრენდებს ისტორიებიც საინტერესო აქვთ. ჩვენი რუბრიკის ფარგლებში მათ შესახებ არაერთხელ მოგვიყოლია. დიდებული ბრენდის დაარსების ისტორიით დაწყებული, მანქანების ევოლუციით დამთავრებული, ყველანაირ თემას შევხებივართ, თუმცა ის, რასაც ახლა მოგიყვებით, ჩვენთვისაც უცხო იყო. ეს არის ამბები ცნობილ ავტომწარმოებლებსა თუ მათ ქმნილებებზე, რომლებიც ცოტამ თუ იცის.
ქვემოთ მოცემულია რამდენიმე საინტერესო ფაქტი თქვენი საყვარელი ავტომობილების ბრენდების შესახებ, რომლებიც ალბათ არ იცოდით.
Lamborghini
იცოდით, რომ Lamborghini თავდაპირველად ტრაქტორებს ამზადებდა? ენცო ფერუჩიო ლამბორგინი ტრაქტორების კომპანიას ფლობდა. საკუთარი ავტომობილის წარმოების იდეა მას იმის შემდეგ გაუჩნდა, რაც Ferrari შეიძინა და, დღევანდელი გადმოსახედიდან როგორ უცნაურადაც არ უნდა მოგეჩვენოთ, ენცო შენაძენით ძალიან უკმაყოფილო დარჩა.
ტრაქტორების საწარმოში მან ახალი მანქანის იდეა შეიმუშავა და ასე გამოვიდა პირველი Lamborghini 350GTV.
ტოიოტას “T” სიმბოლოს მნიშვნელობა
Toyota-ს “T” სიმბოლო ჩამოყალიბებულია 3 ოვალის კომბინაციით, საიდანაც 2 იფარება ცენტრში და ასახავს ურთიერთობასა და ნდობას, რომელიც Toyota-ს აქვს თავის მომხმარებლებთან და პარტნიორ კომპანიებთან. მესამე ოვალი, რომელიც გარშემორტყმულია დანარჩენ ორზე, მიუთითებს Toyota-ს უსასრულო შესაძლებლობებზე. ასევე, თუ ყურადღებით დააკვირდებით, ეს ლოგო გამოხატავს საჭეს.
აი, რატომ ჰქვია Volkswagen-ს ხალხის მანქანა
Volkswagen-ს ხალხის მანქანას უწოდებენ, რადგან მის ჯგუფში ბევრი მანქანის ბრენდი შედის, როგორებიცაა: Skoda, Bugatti, Porsche, Lamborghini, Bentley და Audi. გავრცელებული ინფორმაციით, გერმანიაში 3 მანქანიდან 1 და მთელ მსოფლიოში 10 მანქანიდან 1 არის Volkswagen-ის ჯგუფიდან. აქედან გამომდინარე, ის გლობალურ ბრენდად იქცა და ხალხის მანქანის ტიტულიც მოიპოვა.
Rolls Royce-ის ემბლემის, spirit of ecstasy-ს ღირებულება
ყველასთვის ცნობილია Rolls Royce-ის ძრავის წინა მხარეს დამონტაჟებული პატარა ქანდაკება spirit of ecstasy. ის წლების განმავლობაში იცვლებოდა, თუმცა ძირითადი კონცეფცია მაინც იგივე რჩებოდა. ეს ემბლემა ბრენდის განუყოფელი ნაწილია და ავტომოყვარულები მას ძალიან აფასებენ.
როგორც ჩანს, ეს დაფასება მხოლოდ ემოციურ დონეზე არ განიხილება და მას მატერიალური ღირებულებაც საკმაოდ მაღალი აქვს. როდესაც BMW-მ Rolls Royce 2002 წელს შეიძინა, მას უნდა გადაეხადა დაახლოებით 40 მილიონი დოლარი, რათა „ფრთოსანი ქალბატონი” გამოეყენებინათ.
BMW-ს ლოგოს საინტერესო ისტორია
ბევრს ჰგონია, რომ BMW-ს ლოგო გამოხატავს ვერტმფრენის პროპელერებს, რომლებსაც კომპანია აწარმოებდა მანქანებამდე, მაგრამ ეს ამბავი მცდარია. თეთრი და ლურჯი ფერის კომბინაცია გვიჩვენებს ბავარიის თავისუფალ სახელმწიფოს, რომელიც იყო გერმანიის ნაწილი დად სსრკ-ს ქვეშ მოექცა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ.
Lamborghini Murcielago ნამდვილი ბეტმობილია
ნოლანის ბეტმენის ტრილოგიაში გამოყენებული ლამბორგინის მოდელი, რომელსაც ბრიუს ვეინი მართავს, არის Murcielago, რაც ესპანური სიტყვაა და ქართულად ითარგმნება, როგორც ღამურა.
ავტოსამყაროს საინტერესო ფაქტები არ ელევა. თითოეული მათგანი იმდენად დიდ ბრენდს ქმნის და იმდენად საყვარელია ფართო საზოგადოებისთვის, რომ თითოეული დეტალის გაცნობაც კი მათ შესახებ სასიამოვნოა. დღევანდელ სტატიაში რამდენიმე ასეთი ფაქტი შემოგთავაზეთ.
ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი