ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებს მდიდარი და საინტერესო ისტორია აქვს. არსებობის დღიდან მასთან ერთად უამრავი დასამახსოვრებელი მომენტი, სპორტსმენი და სხვა გამარჯვება ჩაიწერა. ის ერთ-ერთი იმ ღონისძიებათაგანია, რომელსაც ყველა ელოდება და აერთიანებს სპორტსმენებს მსოფლიოს ყველა კუთხიდან.
ოლიმპიური თამაშები 4 წელიწადში ერთხელ ტარდება და მონაწილეები სხვადასხვა სპორტულ დისციპლინაში მონაწილეობენ.
ამ სტატიის ფარგლებში, წარმოგიდგენთ რამდენიმე საინტერესო ფაქტს, რომლებიც ოლიმპიადას უკავშირდება.
პირველი ოლიმპიური თამაშები
პირველი ოლიმპიური თამაშები ჩატარდა ჩვენს წელთაღრიცხვამდე 776 წელს ძველი ბერძნული ფესტივალის ფარგლებში, რომელიც ეძღვნებოდა ზევსს. მთლიანი შეჯიბრი ექვს თვემდე გაგრძელდა და მოიცავდა თამაშებს, როგორიცაა ჭიდაობა, კრივი, სიგრძეზე ხტომა და სხვები.
393 წელს ოლიმპიური თამაშები გაუქმდა და 1500 წელზე მეტი ხნის განმავლობაში აღარ ჩატარებულა. ამის მიზეზი იყო რომის იმპერატორ თეოდოსიუს პირველის აკრძალვა. ის ოლიმპიადას წარმართულ დღესასწაულად თვლიდა და არ უნდოდა, რომ ჩატარებულიყო ქრისტიანულ ქვეყანაში.
თამაშების აღდგენა
1896 წელს ბარონ პიერ დე კუბერტენმა დაიწყო თამაშების აღორძინება. მან ამ ახალ ღონისძიებას “თანამედროვე ოლიმპიადა” უწოდა – და ის დღესაც გრძელდება!
ძველი საბერძნეთის სიმბოლო
ოლიმპიური ჩირაღდანი თამაშების ბერძნული წარმოშობის შეხსენებაა. ძველ დროში ალი იწვოდა მთელი თამაშების განმავლობაში, ქალღმერთ ჰესტიას საპატივცემულოდ. 1928 წლიდან ეს ტრადიცია გაგრძელდა თანამედროვე თამაშებშიც, იმ განსხვავებით, რომ ალი იწვის სპეციალურ ჩირაღდანში.
ზაფხულის პირველ ოლიმპიადაში მხოლოდ 14 ქვეყანა მონაწილეობდა
ძნელი წარმოსადგენია, რადგან დღესდღეობით 200-ზე მეტი ქვეყანა ასპარეზობს ოლიმპიადაზე, თუმცა თავდაპირველად მხოლოდ 14 ქვეყნის მონაწილეები იყვნენ.
ქალები პირველად ოლიმპიადაზე
ქალებმა პირველად იასპარეზეს ოლიმპიადაზე 1900 წლის პარიზის თამაშებზე. ისინი მონაწილეობდნენ ხუთ სპორტში: ჩოგბურთი, ნაოსნობა, კროკეტი, ცხენოსნობა და გოლფი.
ხელოვანები სპორტსმენებთან ერთად
1921-1948 წლებში ოლიმპიურ თამაშებში სპორტსმენებთან ერთად ხელოვანებიც მონაწილეობდნენ: მხატვრები, მოქანდაკეები, არქიტექტორები, მწერლები და სხვები. 1948 წელს ხელოვანების მონაწილეობა გაუქმდა.
ოქროს მედლის შემადგენლობა
ბევრმა არ იცის, მაგრამ ოლიმპიური ოქროს მედლები მთლიანად ოქროსგან არ არის დამზადებული. 1912 წლის სტოკჰოლმის თამაშების შემდეგ, ოქროს მედლები ძირითადად ვერცხლისგან მზადდება და დაფარულია დაახლოებით 6 გრამი სუფთა ოქროთი.
ფიგურული სრიალი ზაფხულში
საინტერესოა ისიც, რომ 1924 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე 1908 და 1920 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების პროგრამების ნაწილი იყო ფიგურული სრიალი. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ზამთრის სპორტი ოლიმპიურ თამაშებში შევიდა. 1908 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე წარმოდგენილი იყო ფიგურული სრიალის ოთხი ღონისძიება: კაცები და ქალები ცალ-ცალკე, წყვილები და სპეციალური პროგრამა.
ძველად ზაფხულის თამაშები თვეობით მიმდინარეობდა
1908 წელს ლონდონში ჩატარებული პირველი ზაფხულის ოლიმპიური თამაშები 188 დღეს, ანუ წელიწადნახევარზე მეტ ხანს გრძელდებოდა. აპრილში გახსნილი ოლიმპიადა ოქტომბერში, ჰოკეის შეჯიბრით დასრულდა.
ამდენივე ხანს გრძელდებოდა სხვა წლების ოლიმპიური თამაშებიც თამაშებიც.
რაც შეეხება 2024 წელს…
საყურადღებო ფაქტები წლევანდელ ოლიმპიადაზეც არის. მაგალითად, ის, რომ ფეხბურთისა და რაგბისთვის Paris 2024 ოფიციალურ გახსნამდე ორი დღით ადრე დაიწყება.
გარდა ამისა, საინტერესოა ისიც, რომ პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშები ტარდება ზუსტად 100 წლის თავზე მას შემდეგ, რაც 1924 წელს პარიზმა ზაფხულის ოლიმპიადას უმასპინძლა.
ბოლოს შეგახსენებთ, რომ წლევანდელი ზაფხულის ოლიმპიური თამაშები 26 ივლისს დაიწყება და 15 დღის განმავლობაში გაგრძელდება.
საქართველოს ბანკი საქართველოს ოლიმპიური ნაკრების მთავარი სპონსორია