in

საინტერესო პოდკასტი | ეკო-მეგობრული ტრანსპორტი: როგორია თბილისის მომავალი?

რა არის შენი ტრანსპორტი დღეს და როგორია მისი გავლენა ქალაქზე, რომელშიც ცხოვრობ?

მსოფლიოში ნახშირჟანგის მეოთხედი ადამიანებისა და პროდუქტების ტრანსპორტირებით გამოიყოფა. შესაბამისად, ტრანსპორტის სწორი პოლიტიკა დღეს ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა არაერთი ქალაქისთვის.

მოტორიზაციისა და ურბანიზაციის ზრდას უმნიშვნელოვანესი გავლენა აქვს კლიმატურ ცვლილებებზე, ჰაერის ხარისხზე და, შესაბამისად, პირდაპირპროპორციულად ადამიანების, მოქალაქეების ცხოვრების ხარისხზე. თუმცა რამდენად თვალსაჩინო და მასობრივად აღიარებულია ეს პრობლემა ჩვენთან, თბილისში, ცოტათი სათუოა.

მეორე მხრივ, გლობალურად, ამ პრობლემის აღიარებამ გამოიწვია ის, რომ ქალაქები და მათი მოქალაქეები ძალიან აქტიურ ტრანზიციულ ფაზაში არიან, საწვავზე დამოკიდებულებიდან — ენერგოეფექტურ, განახლებად ენერგიაზე ორიენტირებულ მომავლამდე.

რა პრობლემების წინაშე ვდგავართ ამ მიმართულებით ჩვენ და კონკრეტულად თბილისი? რა შეგვიძლია გავაკეთოთ ჩვენ? როგორ შევცვალოთ ჩვენი ხედვა და ქცევა, ქალაქის აღქმა, რა ბენეფიტები აქვს ეკომეგობრულ ტრანსპორტს? ამაზე პოდკასტში დანიელ დოინიცინი, სქროლის და ქარი ელექტრიკის ბიზნესის განვითარების ხელმძღვანელი გვესაუბრება.

 

წიგნების კითხვა იმაზე მეტია, ვიდრე ყოველდღიური რუტინა — ნატალი მთავრიშვილი, „წიგნების თაროს“ მონაწილე

მომხმარებელთა გამოცდილებაზე კომპანიის ყველა წევრმა უნდა იზრუნოს