თქვენც შეამჩნიეთ, რომ ჯანმრთელობაზე ზრუნვამ ნელ-ნელა ჩვენს მობილურებში, საათებსა და სხვადასხვა დივაისში გადმოინაცვლა? როგორ შეიცვალა ჯანმრთელობაზე ზრუნვა და მედიცინა ტექნოლოგიების დახმარებით? რა შესაძლებლობები არსებობს დღეს გლობალურად და ლოკალურად?
ეს სფერო ჩვენთან ძალიან ახალია და, შეიძლება ითქვას, პირველ ნაბიჯებს დგამს… თუმცა, ალბათ, ისევე, როგორც ეს ბანკინგში მოხდა, აქაც გარდაუვალია ჩვენი სამომავლო გაციფრულება. საინტერესო პოდკასტის ამ ეპიზოდში კი სტუმრად გვყავს „ექიმოს“, ჯანმრთელობაზე ზრუნვის აპლიკაციის, CEO — ირაკლი მირზიკაშვილი.