in

საინტერესო პოდკასტი | როგორ ვაქციოთ ჩვენი ნიჭი/ტალანტი ჩვენი ცხოვრების მთავარ საქმედ?

რა არის ის ბარიერები, რომლებიც ჩვენი ტალანტის რეალიზების გზაზე გვხვდება? ტალანტის ჩვენს თავში იდენტიფიცირება ერთი საქმეა, შემდეგი ეტაპი მათი რეალობაში გადმოტანაა. ჩვენი ტალანტების გააზრება კომპლექსური პროცესია, რომლის დროსაც მარტო იმას კი არ ვიგებთ, რა შეგვიძლია, არამედ იმას, თუ საერთოდ ვინ ვართ.

ამ თემაზე სასაუბროდ კი სხვადასხვაგვარად ნიჭიერი ადამიანი მოვიწვიეთ, რომლებმაც მოახერხეს და თან იმ საქმეს აკეთებენ, რაც ყველაზე კარგად გამოსდით და თან ამ საქმის წარმატებულად კომერციალიზაციაც მოახერხეს: მუსია ქებურია, რომელიც ხატავს და გიორგი ქუცა რუხაძე, რომელიც წერს.

 

საქართველოს განახლებული საფეხბურთო ნაკრები ახალი ძალებით ევროპის ჩემპიონატისკენ!

როგორ ემზადება თანამედროვე ფერმერი დიდი შემოდგომისთვის? – ინტერვიუ ბაქარ მუმლაძესთან