in

საინტერესო პოდკასტი | Self-Mastery — საკუთარ თავზე დაოსტატება

ალბათ, ბევრისთვის არ არის სიახლე, რომ ჩვენი ძალზედ კომპლექსური გონება სხვადასხვა შრისგან შედგება და მათ შორის მყოფ არაცნობიერს, რატომღაც, საკონტროლო პაკეტი ხვდა წილად. მეცნიერები ამბობენ, რომ 90-95% ჩვენი ტვინის აქტივობა განპირობებულია სწორედ ჩვენი არაცნობიერით — ანუ, გადაწყვეტილებების უმეტესობა, რომლებსაც ვიღებთ, ემოციები, რომლებსაც ვგრძნობთ, ეფუძნება იმ მოგონებებს, გამოცდილებებს, რწმენებს, რომლებიც ღრმად არის ჩვენს არაცნობიერში ჩაბეჭდილი და, უხეშად რომ ვთქვათ, გვმართავს ჩვენ ისე, რომ ამას ვერც კი ვხვდებით.

გამოდის, ძალიან მცირე, სულ რაღაც 5% რჩება ჩვენს ცნობიერ ნაწილს, როცა მართლაც გაცნობიერებულად ვიქცევით და ზუსტად ვიცით, რას რატომ ვაკეთებთ.

თუმცა ეს მოცემულობა იმას არ ნიშნავს, რომ ის უცვლელია — ადამიანებმა, წლების განმავლობაში, აღმოაჩინეს, მიაგნეს, გამოცადეს და დახვეწეს ის ტექნიკები, რომლითაც შეგვიძლია საკუთარი თავი უკეთ შევიცნოთ. თვითგამორკვევა, ე. წ. self-awareness გვეხმარება, უფრო გაცნობიერებულად ვიცხოვროთ, მეტად წამოვწიოთ წინ ჩვენი ჭეშმარიტი და გავთავისუფლდეთ უხილავი მარწუხებისგან.

Self-Mastery — სწორედ ეს არის ამ საინტერესო პოდკასტის თემა; როგორ ისწავლება ეს ტექნიკა, რა სარგებელი და ცვლილებები მოაქვს ჩვენს ცხოვრებაში. ამაზე ლეო ინსტიტუტის გუნდის წევრები — ანანო თომაშვილი და ეკო ჩუბინიძე საუბრობენ.

 

სტეიკინგი — დაგროვების უფრო მომგებიანი მეთოდი Cryptal-ზე!

5 გზა, რათა AI ეპოქაში თქვენი კარიერა შეინარჩუნოთ