რა არის ასტროლოგიის პრეისტორიული საფუძვლები და საიდან მოვიდა ჩვენამდე? რამდენად შესაძლებელია, პლანეტებისა და ვარსკვლავების განლაგებას რაიმე გავლენა ჰქონდეს ადამიანის პიროვნებაზე, თვისებებსა და მის ირგვლივ მომხდარ მოვლენებზე? რა იწვევს ნდობას ადამიანებში ასტროლოგიის მიმართ და რა ფსიქოლოგიური საფუძვლები დგას ამის უკან?
ამჯერად საინტერესო პოდკასტი მივუძღვენით მეცნიერებასა და ასტროლოგიას შორის საუკუნეების განმავლობაში არსებულ დებატებს.
პოდკასტის მიზანია, აღმოვაჩინოთ ის კონტრასტული პერსპექტივები, რომლებიც არსებობს მეცნიერებასა და ასტროლოგიას შორის, რომლებსაც დღეს სამეცნიერო ჟურნალისტ, ბექა მამუკაშვილთან ერთად დავინახავთ.