დროთა განმავლობაში ფეხბურთი იმ სპორტად იქცა, რომელიც მთელ მსოფლიოს აკავშირებს. გაცვეთილ ფრაზასაც თუ მოვიშველიებთ, „ფეხბურთი უფრო მეტია, ვიდრე სპორტი“. ამჟამინდელი მონაცემებით მას 275 მილიონი ადამიანი თამაშობს, საიდანაც 13 მილიონი ქალია.
ახლა კი, მუნდიალის ქარცეცხლში, როცა ყველანი ემოციებით ვართ სავსე, მეთორმეტე მოთამაშე, ჟურნალისტი და დიჯეი — გიორგი ზურაბიშვილი გვიყვება, როგორია მსოფლიო ჩემპიონატის ევოლუცია 1930 წლიდან 2022 წლამდე, ურუგვაიდან-კატარამდე, როგორ შეიცვალა ფეხბურთი მარადონადან-მესიმდე, როგორ შევიცვალეთ ჩვენ, ქომაგები.
და დიახ, ეს პოდკასტი, ალბათ, მხოლოდ მას მოეწონება, ვისაც ფეხბურთი უყვარს. თუმცა, ისეთ საკითხებსაც შევეხეთ, რომ არამოყვარულებიც უნდა დაინტერესდნენ.