გავრცელებული სტერეოტიპის თანახმად, ტექ ინდუსტრიაში მომუშავე ადამიანები ინტროვერტები და სხვებთან კომუნიკაციის არმოყვარულები არიან, რომლებსაც მხოლოდ კოდის წერა აინტერესებთ. საბედნიეროდ, დღეს ეს სტერეოტიპი უკვე დამსხვრეულია და უამრავი ადამიანი პროგრამული ინჟინრის პროფესიიდან მენეჯერულ პოზიციაზეც ინაცვლებს, რაც გუნდის ზრდასთან ერთად, გარდაუვალი პროცესია.
და მაინც, როგორია, იყო ტექნიკური გუნდის ლიდერი? რა გამოწვევებს აწყდებიან ადამიანები ამ ტრანზიციის პერიოდში და რა უნარების წინ წამოწევა უწევთ პროცესების ეფექტურად სამართავად?
სწორედ ამ საკითხებზე საუბრობს საინტერესო პოდკასტის სტუმარი გუკა მაზანაშვილი, e team-ის ვებ-დეველოპმენტის მიმართულების ხელმძღვანელი.