ალბათ, ბოლო პერიოდში განსაკუთრებით ხშირად ამჩნევთ აბრევიატურა ADHD-ს, რაც ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომს მიემართება. ვინაიდან თანამედროვეობაში საკმაოდ გავრცელებულ გამოწვევად იქცა, ამჯერად „საინტერესო პოდკასტის“ სტუმრები არიან ადამიანები, რომლებიც მათი კომპეტენციითა და გამოცდილებებით ეცდებიან, უფრო ნათელი გახადონ ყველაფერი ADHD-ის ირგვლივ.
ფსიქიატრი ლუკა ხუხაშვილი, ანა გვარიშვილთან და დავით ჯანელიძესთან ერთად, რომლებიც ცხოვრობენ ამ დიაგნოზით, არსებულ გამოწვევებზე საუბრობს.