არქიტექტურა ხელოვნების ერთ-ერთი ფორმაა, რომელიც პრეისტორიული ერიდან მოყოლებული, ფუნქციისა და პრაქტიკულობის მიღმა, მოიცავს კულტურულ, ესთეტურ და ფსიქოლოგიურ ასპექტებსაც — ანუ, გამოხატავს ადამიანებისთვის, ერებისთვის დამახასიათებელ ნიშან-თვისებებს, თარგმნილს შენობების ფორმებში, დიზაინში, დანიშნულებაში. ამ პრიზმიდან თუ დავიწყებთ ყურებას, კიდევ უფრო განსაკუთრებულად საინტერესო გახდება, მაგალითად, ბერძნული ან რომაული არქიტექტურა, ხომ?
გამონაკლისი, რა თქმა უნდა, არც ჩვენ ვართ და დღევანდელ სტუმართან ერთად ზუსტად იმაზე ვისაუბრებთ, რატომაა საქართველოში არქიტექტურა დღეს ისეთი, როგორიც არის და საერთოდაც, რისი ექსპრესიაა ქართული არქიტექტურა? რა ამბები დგას ჩვენი შენობების უკან?
ამ ყველაფერზე დღეს არქიტექტორი ნიკა ლეკვეიშვილი გვეტყვის თავის აზრს.