დღეისათვის პროგრამირება იმდენად მოთხოვნად პროფესიად იქცა, რომ უკვე ცნობისმოყვარე ბავშვების ყურადღებაც მიიპყრო და მათ საოცნებო როლებს შორის ეს სფეროც გამოერია… და რა ასაკიდან შეუძლია ბავშვს პროგრამირების დაუფლება? როგორ რთულადაც უნდა ჟღერდეს, სწორი პროგრამებით, რესურსებითა და მიდგომებით ეს მცირე ასაკიდან შეიძლება.
რა თქმა უნდა, ყველამ პატარაობიდან არ იცის, სამომავლოდ რომელ პროფესიას აირჩევს, მაგრამ პროგრამირების სწავლა მაინც ძალიან ბევრ სარგებელს მოუტანს თქვენს შვილებს: განუვითარებს და გაუძლიერებს კრიტიკულ აზროვნებასა და პრობლემის გადაჭრის უნარებს, გაუღვივებს კრეატიულობას და საკუთარი თავის გამოხატვაში დაეხმარება, რადგან პროგრამირება სწორედ ეს არის — გადააქციონ საკუთარი წარმოსახვითი იდეები ხელშესახებ, ციფრულ ქმნილებებად, იქნება ეს თამაშების დიზაინი თუ ვებგვერდის აწყობა.
ამ პროფესიის პოპულარობისა და სარგებლიანობის გამო, ბითქემფმა, რომლის დამფუძნებელიც ჩვენი სტუმარია დღეს, გარდა ზრდასრულებისა, პატარებზეც დაიწყო ზრუნვა და საბავშვო პროგრამაც შეიმუშავა, რომელიც ამ ზაფხულიდან იქნება ხელმისაწვდომი — რაც მთავარია, ონლაინ. და რაც კიდევ უფრო მთავარია, ძალიან მხიარული და არამოსაწყენი, რათა ბავშვებს საზაფხულო არდადეგები არ „დაუფრთხონ“.
ასე რომ, დღევანდელი საინტერესო პოდკასტის სტუმარია ოთო ზაკალაშვილი, ბითქემფის თანადამფუძნებელი და თავად პროგრამისტი.