ნებისმიერი კომპანიის დასაქმებულისთვის ჯანსაღი და თანამშრომელზე ორიენტირებული გარემო ძალზე მნიშვნელოვანი ფაქტორია მისი პროდუქტიულობის გასაზრდელად. დამსაქმებელი კი, რომელიც ასეთ პირობებს უზრუნველყოფს, მთელი კოლექტივისთვის ძვირფასი ხდება, რაც ისევ და ისევ კომპანიის სამომავლო იმიჯზე მოქმედებს დადებითად.
ვინ არის ტოპ დამსაქმებელი? როგორ ხდება კომპანიების ჩართვა ამ პროცესში? რა შეფასების კრიტერიუმებია და რას ნიშნავს ეს ჯილდო?
სწორედ ამ თემებზე საუბრობენ „საინტერესო პოდკასტის“ სტუმრები: თამარა ქლიბაძე — ევროპაბეთის HR დირექტორი; და მარიტა მეგრელიშვილი — ევროპაბეთის ადამიანური რესურსების დეპარტამენტის ანალიტიკოსი.