როგორია ცხოვრება მას შემდეგ, რაც ის, რასაც ბავშვობიდან მოყოლებული, უამრავი წლის განმავლობაში მთელი გულით აკეთებ, წყვეტ უამრავ ვარსკვლავს, ხარ გულშემატკივრის უძლეველი ენერგეტიკული ველის ეპიცენტრში და მიუხედავად ამ ენერგეტიკისგან გამოწვეული ბიძგებისა, მაინც მყარად დგახარ მოედანზე, რაღაც მომენტში, მართალია, კანონზომიერად, თუმცა, მაინც მთავრდება?
საქართველოს ეროვნული ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი, ტრაბზონსფორის, აიაქსის, რეინჯერსის და ალკმარის ვარსკვლავი, საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ, გამოწვევას მწვრთნელობით პასუხობს.
საინტერესო პოდკასტის სტუმარია შოთი არველაძე. გარდა იმისა, რომ გავიგებთ, რას შვრება ახლა ის, თავს როგორ გრძნობს და რა გეგმები აქვს, კარს მომდგარ, ჩვენი ქვეყნისთვის ამჟამად ყველაზე მნიშვნელოვან საფეხბურთო მოვლენაზე — უეფას 21 წლამდე ევროპის ჩემპიონატზეც მოვისმენთ მის მოსაზრებებს.
საინტერესო პოდკასტის მასპინძელი: ნატა ფირცხალავა, თანაწამყვანი — დიმა ნებიერიძე.