in

„საირმესა“ და „ევექსი ჰოსპიტლების“ წარმატება ევროპის სპათა ასოციაციის კონკურსში 

„კურორტ საირმესა“ და „ევექსი ჰოსპიტლების“ COVID-ის შემდგომმა სარეაბილიტაციო პროგრამამ ევროპის პრესტიჟული ჯილდო  ESPA Innovation Awards მოიპოვა. კონკურსის მთავარი მიზანი იმ სამედიცინო და გამაჯანსაღებელი მიმართულებების სასტუმროების გამოვლენაა, რომლებმაც ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად, ახალი, გამორჩეული და ეფექტური მიდგომები შეიმუშავეს. „საირმეს“ სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელი მაია სანიკიძე ამბობს, რომ მათი პროგრამის წარმატების მთავარი ფაქტორი მისი უნიკალური, კომპლექსური მიდგომაა, რომელიც აერთიანებს კლინიკურ და ბალნეოლოგიურ მიმართულებებს.

აღსანიშნავია, რომ „საირმე“ პირველი ქართული ბრენდია, რომელიც ევროპის სპათა ასოციაციის წევრი, სულ ცოტა ხნის წინ გახდა. გადაწყვიტეს „ევექსი ჰოსპიტლებთან“ ერთად განხორციელებული პროექტი წარედგინათ სპათა ასოციაციის კონკურსში და პრინციპში, არც შემცდარან – ქართული კურორტისა და სამედიცინო ცენტრის ერთობლივმა პროგრამამ, 20 ევროპული ქვეყნის 100-მდე სპას შორის, ნომინაციაში „ინოვაციური სამედიცინო სპა“ გაიმარჯვა.

„მივესალმები „საირმეს“ ევროპის სპა ასოციაციის ქსელში გაწევრიანებას. აღსანიშნავია ის, რომ აქ მინერალურ და თერმულ წყლებთან ერთად ბუნებაც გამორჩეულია. ჩვენ კოვიდ ეპოქაში ვცხოვრობთ და შესაბამისად, ინოვაციური სამედიცინო სპას ნომინაციაში გამარჯვება „საირმემ“ და „ევექსი ჰოსპიტლებმა“ ერთხმად მოიპოვეს. მათ ერთობლივ პროგრამაში მნიშვნელოვანი იყო კლინიკური და ბალნეოლოგიური სექტორის ერთობლიობა პოსტკოვიდ გართულებების სამკურნალოდ. კიდევ ერთხელ ვულოცავ მათ ამ მნიშვნელოვან ჯილდოს,“ – ამბობს ჩილა მეზოს, ევროპის სპა ასოციაციის გენერალური მდივანი.

ყველაფერი რამდენიმე თვის წინ დაიწყო, როდესაც „საირმემ“ და „ევექსი ჰოსპიტლებმა“, პანდემიის მართვის დროს მიღებული ცოდნის საფუძველზე, გადაწყვიტეს შეემუშავებინათ პოსტკოვიდური გართულებების სარეაბილიტაციო პაკეტი. შეიქმნა ერთობლივი პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს სამკურნალო, სადიაგნოსტიკო და გამაჯანსაღებელ პროცედურებს.

პროგრამის ფარგლებში, ჯანმრთელობის მდგომარეობის პირველადი შემოწმება „კავკასიის მედიცინის ცენტრში“ ტარდება. ხოლო კურორტში „საირმე“ სამკურნალო-გამაჯანსაღებელი პროცედურები – წყალქვეშა მასაჟი, მინერალური წყლის აბაზანები, ინჰალაცია მინერალური წყლით, ჰალოთერაპია, აქტიური და პასიური კლიმატოთერაპია.

„საირმეს“ კლინიკური მიმართულების ხელმძღვანელის მაია სანიკიძის თქმით, მიღებული ჯილდო, მანამდე კი ევროპის სპათა ასოციაციაში გაწევრიანება მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

წელს „კურორტი საირმე“ პირველი და ჯერ-ჯერობით, ერთადერთია საქართველოში, რომელიც სპათა ასოციაციების ESPA-ს წევრი გახდა. ასეთი რანგის ასოციაციის წევრობა აძლევს ჩვენს კურორტს საშუალებას გაიზიაროს ევროპული გამოცდილება და ბალნეოლოგიური სერვისების განვითარებასა და დანერგვაში გააკეთოს სწორება ევროპულ სტანდარტებზე. ეს მნიშვნელოვანია არა მხოლოდ „საირმეს“, არამედ ქვეყნის მასშტაბით ბალნეოლოგიური სექტორის განვითარებისათვის.

გვეძლევა უნიკალური შესაძლებლობა, საქართველო გახდეს ცნობადი ევროპელი ტურისტებისთვის არა მხოლოდ როგორც გასტრონომიული და სათავგადასავლო ტურიზმის, არამედ სამედიცინო ტურიზმის უდიდესი რესურსის მიმწოდებელი ქვეყანა. რაც შეეხება უშუალოდ პროგრამას, ასეთი კომპლექსური მიდგომა ფაქტობრივად ახალი სიტყვაა COVID-ის შემდგომი მდგომარეობის მართვაში“, – ამბობს მაია სანიკიძე.

ამ მნიშვნელოვანი ჯილდოს მიღება საამაყოა „კავკასიის მედიცინის ცენტრის“ გუნდისთვის.

„აღნიშნული ჯილდო დაეხმარება საქართველოში სამედიცინო ტურიზმის განვითარებას. კონკურსში ევროპის 20 ქვეყნის 100-მდე სპა ცენტრი მონაწილეობდა. დარწმუნებული ვარ, COVID-ის შემდგომი გართულებების სამკურნალოდ საკმაოდ კარგი პროგრამები ექნებოდათ. მათ შორის იყვნენ ძალიან ცნობილი სამედიცინო კურორტებიც. ამ ფონზე გამოჩნდა, რომ საქართველოში ხელმისაწვდომია უმაღლესი დონის სამედიცინო სერვისი და გამაჯანსაღებელი სპა პროცედურები,“ – ამბობს „კავკასიის მედიცინის ცენტრის“ სამკურნალო – დიაგნოსტიკური ჰაბის ხელმძღვანელი, მარიკა თოიძე.

კურორტი „საირმე“ და „ევექსი ჰოსპიტლები“ კოვიდის შემდგომი რეაბილიტაციის პროგრამას აგრძელებენ და კლინიკური და ბალნეოლოგიური სექტორის ერთობლივ ახალ პროექტებს მომავალი წლისთვის გეგმავენ.

 

[პარტნიორის კონტენტი]

რატომ არის მენეჯერებთან ხშირი პირისპირ შეხვედრა აუცილებელი?

ისტორიაში პირველად — ამენჰოტეპ I-ის მუმია ციფრულად “გახსნეს”