in

კურორტ „საირმესა“ და სასტუმრო „ახალი საირმეს“ გენერალური მენეჯერი ქრისტინა ქორთელი გახდა

კურორტ „საირმეს“ და სასტუმრო „ახალ საირმეს“ ახალი გენერალური მენეჯერი ჰყავს. ქრისტინა ქორთელი გუნდს 2022 წლის 10 მარტიდან შეუერთდა. მას სტუმარმასპინძლობის სფეროში ოცწლიანი გამოცდილება აქვს, როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ – საერთაშორისო ბრენდულ სასტუმროებში.

გენერალური დირექტორის მიზანია, გუნდური ძალისხმევით, კურორტი „საირმე“ რეგიონის წამყვან და კონკურენტულ დასასვენებელ ადგილად იქცეს, რისი პოტენციალიც ძალიან დიდია. სწორედ ამიტომ, „საირმეს“ გუნდის ორიენტირი მიმართულია სერვისის ხარისხის გაუმჯობესებისა და საერთაშორისო ვიზიტორების მოზიდვისკენ.

ქრისტინა ქორთელის ხედვით პანდემიურ სამყაროში, სადაც სრულიად შეცვლილია სტუმრის გამოცდილება და დასაქმების ბაზარი, მთავარი აქცენტი ადამიანებისკენ, მათი კეთილდღეობისა და საუკეთესო გამოცდილებისაკენ უნდა იყოს მიმართული. სწორედ ამიტომ, სურს გუნდი ერთი მიზნის გარშემო უფრო მეტად გააერთიანოს და სასიამოვნო გარემო შეუქმნას მათ.

მოგეხსენებათ, კურორტის მთავარი ხიბლი სპა და გამაჯანსაღებელი მიმართულებებია. „საირმე“ გამორჩეულია თავისი მდებარეობითა და თერმული წყლებით. გარდა ამისა, კურორტი დატვირთულია სხვადასხვა გასართობი აქტივობებით, რომლის განვითარება და სერვისის რაოდენობების გაზრდა მიმდინარე წლის მთავარი გეგმის მნიშვნელოვანი ნაწილია.

გენერალური დირექტორის სტრატეგიული ხედვა კომპანიის მთავარი ღირებულებების წინ წამოწევას უკავშირდება. მიაჩნია, რომ სწორად ჩამოყალიბებული გუნდით, სწორი ღირებულებებითა და ხედვით, რეგიონში წამყვანი კურორტის ადგილის დაკავება შესაძლებელია. მისი აზრით კურორტზე დასაქმებული თანამშრომლების კეთილდღეობა დადებითად ისახება მომსახურების ხარისხზე. მას სჯერა, რომ კმაყოფილი, ბედნიერი თანამშრომელი ქმნის მთავარ ღირებულებას, რომელიც პირდაპირპროპორციულია სტუმრის კმაყოფილებასა და ბედნიერებასთან.

[R]

რა განაპირობებს ჩვენი შიშის რეაქციას?

როგორ გავუმკლავდეთ შფოთვას, როცა ნიღბებს მოვიხსნით?