საირმეში ახალ წელს ყოველთვის განსაკუთრებულად ელოდებიან ხოლმე. აქ გამუდმებით ცდილობენ, 31 დეკემბერს ტრადიციულად და ოჯახურად შეხვდნენ. აქაური გარემო რომ თავისთავად ქმნის საახალწლო განწყობას, ეს ახალი ამბავი არ არის, თუმცა, წელს “კურორტი საირმე” განსაკუთრებულად იზრუნებს სტუმრების განწყობაზე და 25 დეკემბრიდან ის “საახალწლო კურორტად” გადაიქცევა. თუ რა არის დაგეგმილი საირმეში საახალწლოდ, ამაზე კურორტი საირმეს გაყიდვებისა და მარკეტინგის დირექტორი, ნინო გელაძე გვესაუბრა:
M: სანამ უშუალოდ წლევანდელ პროგრამაზე გადავალთ, მოგვიყევით, ზოგადად როგორია საირმეში ახალი წელი?
საირმეში ყოველთვის განსაკუთრებულად ემზადებიან ახალი წლისთვის. ეს არის წლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღესასწაული და ყოველთვის ცდილობენ, ტრადიციულად და ოჯახურად შეხვდნენ ამ დღეს. თუმცა, წელს გადავწყვიტეთ, საირმე საახალწლო კურორტად ვაქციოთ და ბევრად მასშტაბური ღონისძიებები დავგეგმეთ.
M: როდიდან იგეგმება საირმის “საახალწლო კურორტად” გადაქცევა და რამდენი ხნის განმავლობაში გაგრძელდება ეს?
მზადება უკვე დაწყებულია, მიმდინარეობს მონტაჟი და სულ რაღაც რამდენიმე დღეში კურორტი სტუმრებისთვის საახალწლო განწყობის შესაქმნელად მზად იქნება. უკვე რამდენიმე კვირაა, რაც თბილისში სარეკლამო კამპანია დავიწყეთ. დარწმუნებული ვარ, საკმაოდ ბევრმა შეამჩნია საირმეს დიდი წითელი საახალწლო მანქანა, რომელიც თბილისის ქუჩებში დადის და ახარებს მოსახლეობას საახალწლო მუსიკითა და ტკბილეულით. 25 დეკემბერს დაგეგმილია “საახალწლო კურორტის” ოფიციალური გახსნა. ამ დღეს ჩვენი სტუმრები თავად მიიღებენ მონაწილეობას საახალწლო ზღაპარში, დაგვეხმარებიან თოვლის ბაბუის პოვნაში, ერთად აანთებენ ნაძვის ხეს და მიიღებენ უამრავ სიურპრიზს.
M: კონკრეტულად, როგორი აქტივობებია დაგეგმილი ამ პერიოდში? მოგვიყევით დეტალურად, დროის სასიამოვნოდ გატარების როგორი გზები ექნებათ როგორც ზრდასრულებს, ისე – პატარებს?
25 დეკემბრიდან 15 იანვრამდე საირმე შესთავაზებს დამსვენებლებს უამრავ აქტივობას – საშობაო ორცხობილების, ხელნაკეთი მამალოებისა და ლადო აფხაზავას მასტერკლასებს, არტ თერაპიას, თოვლის ბაბუა და ელფები კი მუდმივ რეჟიმში გაართობენ პატარებს. ამავე დროს, მშობლები ისიამოვნებენ ცხელი შოკოლადით, არომატული გლინტვეინით, საახალწლო ტკბილეულით, შეძლებენ სხვადასხვა ხელნაკეთი ნივთის შეძენას. ყოველდღე კურორტი შესთავაზებს დამსვენებლებს სხვადასხვა ჟანრის კონცერტებს, კინო ჩვენებებს, კარაოკე საღამოებსა და უამრავ სხვა გასართობს.
M: როგორ ფიქრობთ, რატომ უნდა გაატარონ ახალი წელი საირმეში მათ, ვისაც უნდა, რომ განსაკუთრებულად შეხვდნენ ახალ წელს?
დამეთანხმებით, რომ მსგავსი მასშტაბის ერთ სივრცეში ორგანიზებული და თან ასეთი ხანგძლივი ახალი წელი ჯერ არც ერთ კურორტზე არ ყოფილა. წელს საირმე ქმნის იდეალურ სადღესასწაულო გარემოს ოჯახებისთვის, მეგობრებისთვის, ახალგაზრდა წყვილებისთვის. ჩვენი ახალი წელი მორგებულია ნებისმიერ ასაკსა და სეგმენტზე. ეს არის ადგილი, სადაც სტუმრებს ჩამოსვლისთანავე შეექმნებათ საახალწლო განწყობა და მიეცემათ საშუალება, ჯადოსნურ გარემოში დაუვიწყარად გაატარონ დრო.
M: როგორი იქნება 31 დეკემბერი საირმეში? რა არის დაგეგმილი ამ დღეს?
კიდევ ერთხელ გავუსვამ ხაზს, რომ ჩვენი ახალი წლის პროექტი არ შემოიფარგლება მხოლოდ 31 დეკემბრით. 3 კვირის განმავლობაში სტუმრები შეძლებენ დასვენებას ჯადოსნურ გარემოში. თუმცა, 31 დეკემბერს ჩვენ ვგეგმავთ გრანდიოზულ საახალწლო იმერულ ვახშამს, რომელსაც გააფორმებს ბენდი “რეზო და ბავშვები” და DJ, წამყვანები კი სტუმრებს სახალისო პროგრამას შესთავაზებენ. ვახშმის დროს გათამაშდება უამრავი საინტერესო პრიზი, და ასევე სტუმრებს მიეცემათ შანსი, მოიგონ სუპერ პრიზი – 6 ღამიანი დასვენება საბერძნეთში.
[R]