in

საით მიემართებიან კომპანიების დიზაინერები?

როდესაც კრეატიული და ციფრული პეიზაჟები სწრაფად იცვლება, ბევრი ახალი ტენდენცია ჩნდება. ახლა კი საინტერესოა, ამ სწრაფად ცვალებად ციფრულ სამყაროში რა ტენდენციები განაპირობებს დიზაინის გუნდების ევოლუციას მომდევნო ათწლეულში.

რა თქმა უნდა, კრიტიკული მოსაზრებებისა და მძაფრი შეხედულებების მქონეს ექსპერტების გარეშე ამ საკითხთან დაკავშირებული დასკვნები ზედაპირული იქნება. ჩვენ კი ყველას გვჭირდება იმის უნარი, რომ რაღაც ახალი და განსხვავებული შევქმნათ, რისი გაკეთებაც ძალიან რთულია დიზაინის კონტექსტში, სადაც ყველაფერი ურთიერთდაკავშირებულია.

სტატიაში ინდუსტრიის რამდენიმე ექსპერტის რჩევასა და გათვლებს შემოგთავაზებთ, რომელთა გამოყენებაც, სავარაუდოდ, ძალიან დაგეხმარებათ.

დენი ბლუსტოუნი, Cyber-Duck: Sustainable Design-ის აღმასრულებელი დირექტორი:

მდგრადი დიზაინი, გარემო, კლიმატის ცვლილება კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას შეიძენს. როგორც დიზაინერები, ჩვენ ასევე პასუხისმგებლები ვართ ენერგეტიკასა და ეთიკის დაცვაზე. მარტივად რომ ვთქვათ, დიზაინერებს მოუწევთ, თითქმის ეთიკურ ადვოკატებს დაემსგავსონ — უნდა განსაზღვრონ, რა არის გასაკეთებელი და რა არა.

ინკლუზიური დიზაინიც აუცილებელია. ჩვენ ყველა დავბერდებით, ყველა კომპანიას ექნება გარკვეული ნაკლი. დიზაინი კი მომხმარებლებისთვის ერთ-ერთ ძირითად მექანიზმად დარჩება.

ეივერი ჰენინგსი, წამყვანი გამოცდილების სპეციალისტი Omobono-ში (მარკეტინგის პრაქტიკის ნაწილი): ზოგიერთი რამ არასოდეს იცვლება

ეს მარტივია: დამოუკიდებელი და კრეატიული მთხრობელები სწორ ადამიანებს უკავშირდებიან.

აია ბაეშანი დიზაინის ხელმძღვანელი, რომელიც ცნობილია ცვლილებების მენეჯმენტით:

ცვლილება არის დომინანტური და გარდაუვალი ფაქტორი ცხოვრებაში (და მომავალში) და ჩვენი დეპარტამენტების ბრუნვის მართვის უნარი გადამწყვეტია. მე ყოველთვის განყოფილებისთვის მყარი საძირკვლის აშენებაში ვხედავ გასაღებს — უბრალოდ, აუცილებელია, ეს საძირკველი სისტემისთვის საჭირო ცვლილებებისთვის მაქსიმალურად მოქნილი იყოს.

დევიდ რუბერი, მომხმარებლის გამოცდილების და მომხმარებელზე ორიენტირებული დიზაინის ხელმძღვანელი Jaywin-ში: ქცევის უკეთ გაგება

ტექნოლოგიები დიდი სისწრაფით შეიცვლება და განვითარდება, მაგრამ ადამიანები კვლავ ასეთები დარჩებიან. ისინი ერთნაირი ტემპით არ ვითარდებიან. ასე რომ, ჩემთვის დიზაინის განყოფილებას იმავე უნარ-ჩვევები დასჭირდება: მომხმარებლის ინტერესების დაცვა; მომხმარებლებთან ურთიერთობა და მათი ქცევის გაგება; და ქცევითი მონაცემების გამოყენება დიზაინის გადაწყვეტილებების მისაღებად. უნარები და პროგრამული უზრუნველყოფა, რომელსაც კომუნიკაციისთვის ვიყენებთ, შეიძლება განსხვავდებოდეს.

ჯეინ ოსტინი, გამოცდილების დირექტორი, Digitas-ში: ცნობისმოყვარე გონების მუდმივი ძალა

ეს ისეთივე იქნება, როგორც ახლა — გაძლიერებული ნდობითა და მოტივაციის მქონე ადამიანები, რომლებმაც იციან რას აკეთებენ. ინვესტიციას ყოველთვის იმ იმედით ვახორციელებთ, რომ რაღაც საინტერესო და სახარბიელო შედეგს მივიღებთ. თავად უნარები შეიძლება შეიძლება შეიცვალოს, მაგრამ ცნობისმოყვარეობა არა.

ჰინა ელტონი, Foolproof: Acceleration-ის კვლევის დირექტორი

დიზაინერებს ექნებათ წვდომა ინსტრუმენტებზე, რომლებიც მათ საშუალებას მისცემს, უფრო ეფექტური ხელსაწყოები შექმნან — როგორიცაა გაძლიერებული საკონტროლო ხელსაწყოები, რათა პროცესის დაჩქარება, დიზაინის უკეთ ადაპტირება და ოპტიმიზაცია შევძლოთ მომავალი ტენდენციებისთვის.

რისთვის გვჭირდება და როგორ შევქმნათ კარგი Landing Page?

Spotify-სთვის ნებისმიერი ადგილიდან მუშაობის მოდელი წარმატებული აღმოჩნდა