in

SAIT გაგიწევიათ? – გაიცანით, ქართული სატრანსპორტო ინდუსტრიის ციფრული მარკეტფლეისი

რამდენად მარტივი იქნებოდა მოგზაურობა, ბილეთის აღება და სასურველ ტრანსპორტში ადგილის დაკავება ავტოსადგურში მისვლამდე რომ შეგვეძლოს, საქალაქთაშორისო და ადგილობრივი მარშრუტების შესახებ ზუსტ ინფორმაციას სახლიდან გაუსვლელად რომ ვიღებდეთ? ცოტა ხნის წინ, სატრანსპორტო პლატფორმა SAIT-მა დიდუბის ავტოსადგური „გააციფრულა“ და მგზავრობის დაგეგმვა ბევრად გაამარტივა. თუმცა, აპლიკაცია ბევრად დიდ მასშტაბზეა გათვლილი და მოიცავს სხვადასხვა ტიპის მგზავრობასა და გადაზიდვას არამხოლოდ საქართველოში, არამედ საერთაშორისო მასშტაბით.

„SAIT-ის საშუალებით შესაძლებელი იქნება ნებისმიერი რამის ტელეპორტირება – ადამიანების, ტვირთის და ა.შ. – A წერტილიდან B წერტილამდე ერთი ამოსუნთქვით – სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობის მიუხედავად,“ – გვიამბო SAIT-ის დამფუძნებელმა და დირექტორმა, ლევან მერებაშვილმა.

M: აპლიკაციის კონცეფციაზე გვიამბეთ – რა სერვისებს აერთიანებს Sait?

ერთი მხრივ, SAIT იქნება ერთიანი სივრცე მათთვის, ვისაც სჭირდებათ იპოვონ, დაგეგმონ და იყიდონ ბილეთები მთელი მოგზაურობისთვის, ან გაგზავნონ და მიიღონ ნებისმიერი სახის ტვირთი A წერტილიდან Z წერტილამდე. მეორე მხრივ, ეს იქნება ეფექტური გაყიდვების არხი სატრანსპორტო სერვისის პროვაიდერებისთვის.

SAIT მოგზაურებისთვის უზრუნველყოფს ინფორმაციის ხელმისაწვდომობას, მარშრუტის წინასწარ მარტივად დაგეგმვას, ვარიანტების შედარებას დროის, ფასისა და ტიპის ჭრილში, ასევე, კორპორაციულ პროფილებს, ონლაინ გადახდებსა და სხვა სერვისებს.

ამავდროულად, ჩვენი აპლიკაცია და პლატფორმა სატრანსპორტო სერვისის პროვაიდერებს ბაზრის შესახებ მიაწვდის ინფორმაციას, დაეხმარება გაყიდვების ზრდაში, გააანალიზებს ბაზარზე მიმდინარე პროგნოზს, დაეხმარება სწორ დაგეგმვაში და ა.შ.

საქალაქთაშორისო მოძრაობისთვის, აპში, შეგიძლიათ ნახოთ 5 ძირითადი მიმართულებების სერვისის კომპანიების ბილეთები, სადაც შეძლებთ ერთმანეთთან შეადაროთ ფასის, მომსახურე კომპანიის და დროის ჭრილში. ეს მიმართულებები იშლება ტრანსპორტის ტიპების მიხედვით:

– მიკროავტობუსი
– ავტობუსი
– თვითმფრინავი
– კერძო ტრანსფერები (ნებისმიერ ტიპის ავტომობილი, მძღოლით)
– მატარებელი

M: როგორია აპლიკაციის ტრანსფერის ფუნქციონალი და როგორ გაუადვილებს გადაადგილებას მომხმარებლებს აპით სარგებლობა?

კერძო ტრანსფერი 3 ძირითადი ვარიანტს აერთიანებს:

1) პლატფორმის ერთ მხარეს არიან მძღოლები, რომლებიც არეგისტრირებენ თავიანთ მანქანებს (მინივენი, სედანი, ჯიპი, მარშუტკა, ავტობუსი – მოკლედ ნებისმიერი ტიპი), უთითებენ სასურველ მიმართულებას, დროსა და სრული მგზავრობის ფასს, რომელიც ჩვენ მიერ იქნება კონტროლირებადი საბაზრო ფასთან მიმართებაში.

პლატფორმის მეორე მხარეს კი, სასურველი მიმართულების მითითებისას მომხმარებელს გამოუჩნდება დარეგისტრირებული ავტომობილების კატალოგი თავისი გასვლის დროებით და სრული მგზავრობის ფასებით სადაც შეეძლება სასურველი ავტომობილის ექსკლუზიურად თავისთვის ან ადამიანთა ჯგუფისთვის დაჯავშნა. მომხმარებლს შესაძლებლობა ექნება მიუთითოს რამოდენიმე pick-up ლოკაცია, მგზავრთა სხვადასხვა წევრისთვის (რაც ნიშნავს იმას რომ ტაქსების გამოყენება აღარ მოუწევთ ერთ ლოკაციაზე შესაკრებად და მათი დაჯავშნილი ტრანსპორტი გამოუვლის ყველა მგზავრს სასურველ ლოკაცაზე და შემდეგ წავლენ დანიშნულების ადგილისკენ). თანხას წინასწარ იხდის მომხმარებელი ბარათით.

2) პლატფორმის ერთ მხარეს რეგისტრირდებიან მძღოლები და არეგისტრირებენ თავიანთ რეისებს (აქაც ნებისმიერი ტიპის მანქანით) – კონკრეტული მიმართულებით, დროით და „ერთი ადგილის ფასით“ – რომელიც ასევე ჩვენს მიერ იქნება კონტროლირებადი საბაზრო ფასთან მიმართებაში.
პლატფორმის მეორე მხარეს, სასურველი მიმართულების მითითებისას, მომხმარებელს გამოუჩნდება დარეგისტრირებული რეისების კატალოგი თავისი გასვლის დროებით და ერთი ადგილის ფასით, სადაც შეეძლება სასურველი ადგილის თავისთვის ან ადამიანთა ჯგუფისთვის დაჯავშნა. მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება მიუთითს სასურველი pick-up ლოკაცია, მგზავრთა სხვადასხვა წევრისთვის (რაც ნიშნავს იმას რომ ტაქსების გამოყენება აღარ მოუწევთ ერთ ლოკაციაზე შესაკრებად და მათი დაჯავშნილი ტრანსპორტი გამოუვლის ყველა მგზავრს სასურველ ლოკაცაზე და შემდეგ წავლენ დანიშნულების ადგილისკენ). თანხას წინასწარ იხდის მომხმარებელი ბარათით.

3) შესაძლოა მომხმარებელმა ვერ იპოვოს სასურველი მზა რეისი/ტრანსპორტი ჩვენს აპში. ასეთ მომხმარებელს საშუალება აქვს დაარეგისტრიროს თავისი მოთხოვნა შემდეგი დეტალების მითითებით:
– მგზავრობის თარიღი და დრო
– საწყისი ლოკაციები
– გაჩერებების ლოკაცები
– საბოლოო ლოკაციები
– ადამიანთა რაოდენობა
– ტრანსპორტის ტიპი და კლასი
ჩვენი აპი დაუთვლის ზუსტ ფასს, უპოვის მოთხოვნების შესაბამის ტრანსპორტს და გადაახდევინებს მგზავრობამდე ბარათით. ეს ოფშენი იდეალურია კომპანიებისთვის, უნივერსიტეტებისთვის, სკოლებისთვის და ა.შ, სადაც მუდმივად სჭირდებათ ექსკურსიებისთვის, მივლინებისთვის ან თუნდაც ყოველდღიური სამსახურეობრივი მოვალეობისთვის ადამიანთა დიდი ჯგუფების გადაყვანა.

May be an image of map and text that says "kus? → ngendi? లోే waar? ubi? where? どこ? dove? oũ? nerede? wo? Onde? 2 hvar? hvor? kwihi? ubi? bano? missă? search, compare & buy tickets for airlines, buses, trains & private transfers var?"

M: უკვე განხორციელებულ პროექტებზე გვიამბეთ…

აპლიკაცია უკვე გაშვებულია მობილურ პლატფორმებზე – iOS & android. ამჟამად, პირველად საქართველოში, გავაციფრულეთ და დავამატეთ, ექსკლუზიურად, დიდუბის ავტოსადგური – მიკროავტობუსების სექციაში. ასევე, დავამატეთ ჯორჯიან ბასი – ავტობუსების სექციაში. 15 ივლისამდე დაგვემატება საქართველოს რკინიგზა – მატარებლების სექციაში. უახლოეს მომავალში, დავამატებთ თვითმფრინავებისა და კერძო ტრანსფერების სექციას.
აპლიკაციაში მუდმივად დაემატებიან ისეთი კომპანიები, რომლებიც იყვნენ ან არ იყვნენ Google-ში მოძიებადი.

აუცილებლად ვაპირებთ მოვიცვათ მთელი საქართველო, არამარტო დიდი ქალაქები, არამედ პატარა სოფლებიც. დღეს, უკვე გვაქვს მარშრუტები თბილისიდან პატარა სოფლების მიმართულებით.

საკმაოდ დიდი გამოწვევაა ყველა დიდი ქალაქიდან გვქონდეს მიმართულება სოფლებისკენაც და არამარტო სხვა დიდ ქალაქებთან. უდიდესი გამოწვევაა პატარა სოფლიდან ქალაქში წასვლა, რადგან სოფლებში არ არსებობს მსგავსი ინფრასტრუქტურა, რომ ცენტრალიზებულმა სადგურმა მართოს მათი გამოსვლა ან ჩასვლა და ვფიქრობთ, ამ პროცესის დისტანციურად და ციფრულად დალაგებასაც.

M: როგორ გეგმავთ პროექტის განვითარებას?

იქიდან გამომდინარე, რომ ეს პრობლემა ძალიან აქტუალურია განვითარებად ქვეყნებში, აუცილებლად ვაპირებთ საერთაშორისო ბაზარზე გასვლას, მას შემდეგ, რაც სრულად ჩავუშვებთ ყველა ტიპის სექციას და ამ სექციებში მომუშავე სატრანსპორტო კომპანიებს. შემდეგ, გადავალთ რეგიონში მსგავსი ტიპის და კულტურის მქონე ქვეყნებში იგივე პრობლემების მოსაგვარებლად და გადაადგილების ქაოსის დასალაგებლად. თანდათან ვფიქრობთ, გავფართოვდეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ხოლო შემდგომ, ჩრდილოეთ ამერიკასა და აზიის დანარჩენ ნაწილში.

SAIT-ის ზრდის სტრატეგია ორიენტირებულია გეოგრაფიული წვდომის გაფართოებაზე, პლატფორმის ფუნქციონალურობისა და მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესებაზე. მთავარი ასპექტია ახალი მომხმარებლის სეგმენტებისა და ბაზრების თარგეთირება.

პროდუქტის განვითარების კუთხით, უკვე ჩავდეთ ინვესტიცია მობილური აპლიკაციის შემუშავებაში, რაც მოგზაურებს უადვილებს საქალაქთაშორისო ტრანსპორტირების ვარიანტების ძიებასა და დაჯავშნას. ასევე, შევქმენით „ბილეთების სისტემა“/CRM მომსახურების პროვაიდერებისთვის.

მომავალი 12-24 თვის განმავლობაში SAIT-ის გეგმები მოიცავს:

  • ვებ-პლატფორმის ჩაშვებას
  • ბიზნესმოგზაურების/კომპანიების თარგეთირებას. მათ საჭიროებებზე მორგებული სპეციალიზებული ფუნქციების/სერვისების შექმნას.
  • პროდუქტის განვითარებას პლატფორმის ფუნქციონალურობისა და მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად, როგორიცაა პერსონალიზებული სამოგზაურო რეკომენდაციების შეთავაზება მომხმარებლის პრეფერენციებზე და მოგზაურობის ისტორიაზე დაყრდნობით. ლოიალობის პროგრამების განვითარებას, ფასდაკლებებისა და საბონუსე სისტემის შექმნას.
  • გეოგრაფიული არეალის გაფართოებას.
  • 2024 წელს, SAIT გეგმავს შექმნას თავისი პლატფორმის ცალკეული განყოფილება ტვირთის გადაზიდვების თვალყურის დევნების და მართვის მიზნით. ეს საშუალებას მისცემს მომხმარებელს მარტივად მოძებნოს და შეადაროს სხვადასხვა ვარიანტები სხვადასხვა ტიპის ტვირთის გაგზავნისა და მიღებისთვის.

[R]

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში საერთაშორისო ტექნოლოგიური კონფერენცია, Change Inspire გაიმართა

„მშვიდი ამბის თხრობის“ ძალა თანამედროვე მარკეტინგში