in

გამოცხადდა კონკურსი ლოგოს შექმნაზე

სსიპ „საჯარო აუდიტის ინსტიტუტი“ აცხადებს კონკურსს ორგანიზაციის ლოგოს შექმნასთან დაკავშირებით.
ლოგოს კონცეფცია: ლოგო დაკავშირებული უნდა იყოს სწავლასთან, ზრდასთან, განვითარებასა და პროგრესთან. ლოგო უნდა იყოს თანამედროვე დიზაინის, მარტივად აღქმადი და უნდა აჩვენებდეს სიახლისკენ სწრაფვას. მნიშვნელოვანია ისეთი კონსერვატიული და ინოვაციური ფერების კომბინაცია, რომელიც დაწესებულების სოლიდურობას, აკადემიურობასა გაუსვამს ხაზს და მიზნობრივ ასოციაციებს შექმნის. ლოგოსათვის რეკომენდებულია მუქი ჟოლოსფერისა (#D41858) და ლურჯის (#064C7B) კომბინაცია. რეკომენდებულია ლურჯის დომინირება.

კონკურსში მონაწილეობის პირობები: კონკურსში მონაწილეობის მისაღებად 21 თებერვლიდან  6 მარტამდე თქვენ მიერ შექმნილი ლოგო უნდ აგააგზავნოთ ელ. ფოსტის მისამართზე: [email protected]

ნამუშევრები უნდა გაიგზავნოს .jpg ფორმატში, ასევე, ვექტორულ ფაილად, მაღალი რეზოლუციით.

ლოგოსთან ერთად აუცილებელია ლოგოს კონცეფციის მოკლე განმარტება.

გამარჯვებული ნამუშევრის ავტორი დაჯილდოვდება ჰონორარით, 500 ლარის ოდენობით.

ინსტიტუტი იტოვებს უფლებას, არ გამოავლინოს გამარჯვებული, თუ ჟიურის წევრების მიერ ვერ მოხერხდება გამარჯვებული ლოგოს შერჩევა.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით: 032 2 054 615

გივი ზალდასტანი – სამი სამშობლოს შვილი

„აი, როგორ ვმუშაობ“ – აბიტურიენტებისა და სტუდენტების გიდი სამომავლო პროფესიის ასარჩევად