in

როგორ ვმართოთ საჯარო გამოსვლის შიში?

M2
M2

ხშირად საჯარო გამოსვლები საშინელებად გვეჩვენება. ამერიკის სოციალური შფოთვის ეროვნული ცენტრი საჯარო გამოსვლებს ასახელებს, როგორც ყველაზე გავრცელებულ ფობიას — სიკვდილის, ობობებისა და სიმაღლეების შემდეგ. სტატისტიკურად, საჯარო გამოსვლის შიში, ანუ გლოსოფობია, მოსახლეობის 73%-ს აწუხებს.

ამ ფობიის დაძლევის მიზნით, სან-ფრანცისკოში წლების წინ “Cracking Public Speaking Through Comedy with Dave Niehill”-ის სახელით ცნობილი კურსი ჩატარდა. კომიკოსმა მაყურებელს პატარა საიდუმლო გაუზიარა, რომლის თანახმადაც, სცენაზე გასვლისას ყოველთვის ნერვიულობს… მან აუდიტორიას უთხრა, რომ არ აქვს მნიშვნელობა ადამიანთა რაოდენობას თუ ვინაობას, ეს სხეულებრივი რეაქციები ყოველთვის ვლინდება. მისთვის ეს არ არის ნერვების უარყოფითი ზემოქმედების აღმოფხვრა, არამედ მათი მართვა.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვერასოდეს გავთავისუფლდებით გარკვეული შიშებისგან, მათი მართვა შესაძლებელია — სადღაც პანიკურ შეტევებსა და კომედიურ ხრიკებს შორის… სტატიაში კი სამი მეთოდია მოცემული, რომლის გამოყენებაც ყველას შეუძლია ნერვიულობის დასაძლევად და მიზნების მისაღწევად.

იხელმძღვანელეთ იუმორით

ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კონცეფცია, რომელსაც ფსიქოლოგები გვიზიარებენ, შიშის მსუბუქად მიღება და მისთვის სულელური სახლის დარქმევაც კია. გრძნობების პერსონიფიცირება მათ უფრო კონკრეტულს ხდის და, შესაბამისად, ნაკლებად საშიშია. არასასურველი ემოციები ჯანსაღი მიღებით კი გვერდითი მოვლენების გამკლავება გაცილებით ადვილია.

ნიჰილის მიდგომაც ასეთი იყო — როდესაც დისკომფორტისგან ხელებს უკონტროლოდ ამოძრავებდა, გულწრფელად ეუბნებოდა ხალხს: „აჰა, იმდენად ვნერვიულობ, რომ ხელებს ჯადოქარივით ვიქნევ!“ იუმორით გამოხატული დაუცველობა ხალხს ხიბლავს, მომხსენებელს კი ამშვიდებს.

შეუერთდით კავშირებს

პოტენციური პანიკისგან თავის დასაღწევად ძალიან მნიშვნელოვანია სხვებთან ურთიერთობა. ეს მეგობრულ ატმოსფეროს ქმნის და ადამიანს ნეგატივის მოშორებას ეხმარება. ანალოგიურად, საჯარო გამოსვლის დროს, ნიჰილმა აჩვენა, თუ როგორ იწყებს კომიკოსების უმეტესობა სპექტაკლებს აუდიტორიით, რომელიც ტაშს უკრავს შემთხვევით იდეებს, ხალხს და ა. შ.

გარდა ამისა, ნიჰილის თქმით,  მომხსენებლები პირველი გამოსვლისას 20%-ით ხმამაღლა საუბრობენ სხვა შემთხვევებთან შედარებით. იცით, რატომ? შიში გვაიძულებს, „ავფეთქდეთ“ და ყველაფერი მოვიცვათ, რაც ჩვენს გარშემოა. ჩვეულებრივზე ხმამაღლა საუბრის კიდევ ერთი უპირატესობა ის არის, რომ ის მოსაუბრეს ეხმარება, არასაჭირო სიტყვები აირიდოს თავიდან და უფრო ნელი ტემპით, აზრიანად ისაუბროს — ორივე დადებით ცვლადს წარმოადგენს ხალხის აღიარებისთვის. ეს ნაბიჯები ქმნის საერთო სივრცეს და ამყარებს ურთიერთობას, რაც შფოთვას ავტომატურად ამცირებს.

მართეთ კონტროლირებადი

ცვლადებმა, რომლებიც კონტროლს არ ექვემდებარება, შეიძლება ვინმე შიშამდე მიიყვანოს.მაგალითად, მართალია, ვერ ვაკონტროლებთ აეროპორტის გადატვირთულობას, ფრენის დაგვიანებას ან ფრენის დღის სხვა სტრესებს, მაგრამ არის რაღაცები, რისი კონტროლიც შეგვიძლია — სავარძლის არჩევა, ჯანჯაფილის ღეჭვა და მოსასმენად დამამშვიდებელი მუსიკის არჩევა.

ნიჰილი ანალოგიურ მიდგომას გვთავაზობს მოხსენების დროსაც… მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა სივრცეში უცხოობამ შეიძლება, საუბრის შიში გაამძაფროს, ძალიან მნიშვნელოვანია კონტროლის აღება. მაგალითად, ის გვთავაზობს ადგილზე ადრე მისვლას, რათა გაეცნოთ გარემოს, დარწმუნდეთ, რომ პრეზენტაცია მუშაობს და მოაწყოთ სცენა ყველაზე კომფორტული გამოცდილებისთვის. ორივე სცენარის სილამაზე იმაში მდგომარეობს, რომ როდესაც რაღაც ხდება ჩვენი კონტროლის მიღმა, ჩვენ უკეთეს ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში ვართ მის მისაღებად.

მეცნიერებმა დროის გაზომვის ახალ გზას მიაგნეს!

Skoda Kodiaq – თუ ოჯახისთვის გემოვნებიან, პრაქტიკულ და ხელმისაწვდომ ავტომობილს ეძებთ