in

საქართველო 2025 წლის კანის ლომების ფესტივალზე — რა უნდა ვიცოდეთ?

2025 წლის კანის ფესტივალი უკვე დაიწყო და 20 ივნისამდე გაგრძელდება, რაც იმას ნიშნავს, რომ საფრანგეთში მსოფლიოს შემოქმედებითი ინდუსტრიაა შეკრებილი. ფესტივალზე საქართველოდან სულ 14 კამპანიაა ნომინირებული, რომელთაგანაც ჯერჯერობით მხოლოდ საქართველოს ბანკის კამპანია მოხვდა შორთლისტში.

წელს ფესტივალზე 6 ქართული გუნდი გამოდის 6 კატეგორიაში:

  • Print – Free University Of Tbilisi – გიორგი ჯაფარიძე, ლუკა სააკაშვილი
  • Marketer – TBC – ქეთო შურღაია და ანკა ნაცვლიშვილი
  • Digital – Redberry – თამარ ხუციშვილი და ნელი ბობოხიძე
  • PR – At.ge – საკო ტვილდიანი და ნიკოლოზ ნინიძე
  • Film – Industria – თეკლე დარჩიაშვილი და დავით წაქაძე
  • Design – Holy Motors – ნინო ყაველაშვილი და დანიელ გრიგორიანი

შედეგები 20 ივნისს გახდება ცნობილი. მანამდე კი გეტყვით, რომ წელს კანის საერთაშორისო ფესტივალს პირველად ეყოლება ქართველი სპიკერები ვატო ქავთარაძე და სალომე ასათიანი, რომლებიც თემაზე Creative Fighters: World War for Values ისაუბრებენ.

ტრადიციულად, წლევანდელ კანის ლომებზე Roger Hatchuel Student Academy-ც ჩატარდება — ახალი თაობის კრეატიულ ადამიანებს, სტუდენტებს 30-მდე ქვეყნიდან შესაძლებლობა აქვთ, ინდუსტრიის ლიდერებსა და წამყვან ბრენდებს გაეცნონ. 2023 წელს მათ შორის ლიზა ღლონტიც იყო, ახლა კი იგი უკვე ფესტივალს მენტორისა და სპიკერის როლით უბრუნდება.

 

ავტორი: მაკუნა ჯუღელი

თიბისი IT აკადემიის ყველაზე მოთხოვნად კურსებზე რეგისტრაცია იწყება

საქართველოს ბანკი კანის ლომების საერთაშორისო ფესტივალის შორთლისტშია