Nike-ის სპორტული ხაზის უახლესი ვიდეორგოლი საქართველოში გადაიღეს და მასში მონაწილეობისთვის ქართველი ხელოვანები მიიწვიეს. „გამოდი კომფორტის ზონიდან“ – ამ გზავნილით კამპანია გურიაში, აჭარაში, იმერეთში, სამეგრელოსა და სვანეთში გვამოგზაურებს.
Nike-მა ACG კოლექციის კამპანიისთვის სამოგზაურო ონლაინ გამოცემა Trippin.world-ს მიმართა. Trippin.world საქართველოს მთაგორიანმა რელიეფმა დააინტერესა. გადასაღებად ადგილების შესარჩევად, პლატფორმის წარმომადგენელი ქეუ მეფარიშვილს დაუკავშირდა, რომელმაც ერეკლე მეფარიშვილთან ერთად, გადამღებ გუნდს საქართველოში გაუწია მეგზურობა. გადაღებისთვის შეარჩიეს როგორც ადგილები, ასევე, სპორტ-ინფლუენსერებად შეარჩიეს ქართველი არტისტები: სალომე ფოცხვერაშვილი და რატი ერაძე. გადაღებები მიმდინარეობდა გურიაში – ხევში მეფუტკრეობა გადაიღეს, ბახმაროში კი ცხენით ჯირითი. გადაიღეს აჭარელი ქალების სამზითვე ტექსტილები, ასევე, იყვნენ თერჯოლაში, მაკარიძეების მარანში – სუფრის გადასაღებად, გადაიღეს ჯიხას გოგირდის წყლები, მარტვილის კანიონი. ესტუმრნენ სვანეთსაც, გადაიღეს სვანური ფოლკლორი და ქორულდის ტბები.
ავტორი: თამარ მეფარიშვილი