in

საქართველო ფორმაშია! – საქართველოს ბანკის კამპანია ეროვნული ნაკრების გულშემატკივრებისთვის

13 ივნისი, #NBAVOTEZAZAPACHULIA, ევროინტეგრაცია, ფეხბურთი… ეს იმ თემების (საბედნიეროდ) არასრული ჩამონათვალია, რომლებიც თანამედროვე საქართველოს ისტორიაში განცდილ უიშვიათეს ერთობათა გემოს გვახსენებს, რწმენას გვიმტკიცებს და შთაგონებით გვავსებს. და რადგან არის რაღაცები, რაც ჩვენსავით მართლა არავის გამოსდის (როცა გამოგვდის), ვაწარმოებთ კამპანიას ერთი მიზნით: შევხვდეთ მთელი ქვეყანა კარს მომდგარ უმნიშვნელოვანეს მატჩებს საკუთარ ძალებში სრულად დარწმუნებული. ეს ძალა კი, რომელიც ჩვენ კარგად ვიცით რაშია, ნამდვილად გვაქვს! და თქმაც არ სჭირდება, რომ ეს სწორედ ის მომენტია, როცა ეს უნდა გვახსოვდეს!

საქართველო ერთადაა – საქართველო ფორმაშია! ამ გზავნილით შეუერთდა დიდ, მაგრამ, ტკბილ წინასაფეხბურთო მღელვარებას ეროვნული ნაკრების მთავარი მხარდამჭერი. ეს ის ადგილია, სადაც ყოფნას ვნატრობთ ხოლმე. და ეს ის ადგილია, სადაც შემთხვევით არ მოვხვედრილვართ. ვიწამეთ, ვიშრომეთ, ვინერვიულეთ, ვიბრძოლეთ, ვიერთგულეთ, არ გავჩერდით და ამიტომ მოვხვდით. ფორმაში შევედით, და ყველაფრისთვის მზად ვართ!

ჩვენს რჩეულ მობურთალებს, რომლებიც განსაკუთრებით შემდეგ კვირაში ნამდვილად სათითაოდ საქართველო იქნებიან, არცერთი ჩვენგანის ზურგის ქარი არ უნდა მოაკლდეს! და ამისათვის, მთელი ქვეყნის საინფორმაციო ველი ერთი სათქმელით მოვიცავით, რომ ჩვენ ამ გზას ყველანი ერთად გავივლით. ანუ, მოვეჭიდებით საკუთარ თავებს, მოვიმარჯვებთ ერთმანეთს, და ისე გავალთ… რადგან, მათ არ იციან, რომ როცა ჩვენ გავდივართ, გავდივართ ყველა! ჩვენ ამის მართლა მთელი გულით გვჯერა, რადგან ვხედავთ იმას, რასაც ვამბობთ.

ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველო ერთადაა

„ფეხბურთის ფედერაციასთან უკვე წლებია ვმეგობრობთ და მარტის თამაშებზე ფიქრი და ღელვა დიდი ხნით ადრე დავიწყეთ. ჩვენი, როგორც პარტნიორის და უბრალო გულშემატკივრების მთავარი ამოცანა იყო ზუსტად გადმოგვეცვა ის სასიამოვნო მღელვარება და ძალა, რაც დღეს მთელ საქართველოში ტრიალებს და მგონია რომ კამპანიის მესიჯისაქართველო ფორმაშია, ზუსტად აღწერს ყველა ჩვენგანის განწყობას და მზაობას რომ ისტორია ერთად დავწეროთ! ამ ძალას ვერაფერი გააჩერებს და ვერაფერს დაუპირისპირებენ. ჩვენი კამპანიის მესიჯის გამოსახატად, ფორმაში მოვაქციეთ ჩვენი მთავარი არხები: მობილ ბანკი, ფილიალები და ბევრი სხვა არხი, რათა მომხმარებლებს კიდევ ერთხელ შევახსენოთ რომ გულშემატკივრობას უდიდესი ძალა აქვს! ევროპის ჩემპიონატზე გავალთ ერთად“ – მარიამ ცანავა, საქართველოს ბანკის ბრენდის ხელმძღვანელი.

„სათქმელი ვიზუალურად ჩვენი ეროვნული ნაკრების სახასიათო ფორმის დიზაინზე დაფუძნებული კონცეფციით შეიფუთა და ამ გზით გადმოსცემს ქვეყნის, ანუ ყველასა და ყველაფრის ფორმაში ყოფნას. ხოლო, ზოგადად საუკეთესო ფორმაში ყოფნასა და ჩვენი ეროვნული ნაკრების ფორმაში ყოფნას შორის დასმული ტოლობა ჩვენი გუნდისადმი რწმენას გამოხატავს.“ – ამბობენ JWT Metro-ს წარმომადგენლები.

და ჩვენ ვამბობთ, რომ

კრედიტები:
კლიენტი: საქართველოს ბანკი; საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია
მარკეტინგის გუნდის ხელმძღვანელი: ლევან გომშიაშვილი
ბრენდის მიმართულების ხელმძღვანელი: მარიამ ცანავა
ბრენდ მენეჯერები: სოლო წიწუაშვილი, საბა ლეკიაშვილი
სააგენტო: JWT Metro
შემოქმედებითი ხელმძღვანელი: ეკა ყიფიანი
კრეატიული დირექტორი: ბიკო ვარშანიძე
ლიდ კოპირაიტერი: ზუკა ბერძენიშვილი
უფროსი კოპირაიტერი: გიორგი აბულაძე
უმცროსი კოპირაიტერი: ნუცა გაბუნია
დიზაინის ხელმძღვანელი და ტიპოგრაფიის ავტორი: სანდრო ლალიაშვილი
გრაფიკული დიზაინერი: ლუკა მოსიაშვილი
3D არტისტი: ნიკა ხვედელიძე
კონტენტ კრეატორი: თათა ბადუაშვილი, გიკა მიქაბაძე
ფინანსური დირექტორი: თამარ ლაშხიძე
პროექტის დირექტორი: ნიკა ბოჭორიშვილი
კლიენტებთან ურთიერთობის ხელმძღვანელი: ალექსი ჩიქოვანი
პროექტის ხელმძღვანელი: არჩილ ამაღლობელი
გადამღები კომპანია: Metro Production
რეჟისორი: ნიკოლოზ (კუკუშა) მოწონელიძე
დამდგმელი ოპერატორი: სანდრო დარახველიძე
დამდგმელი მხატვარი: დავით ჭყოიძე
აღმასრულებელი პროდიუსერი: სანდრო გაბილაია
ფროდაქშენის ჰედი: მაია გურაბანიძე
პროდიუსერი: ნინუცა მეგრელიშვილი
1st AD: მარგო ზუბაშვილი
ფროდაქშენ მენეჯერი: გურამ მოსიკაშვილი
პროექტის კოორდინატორი: ნიკოლოზ ჯულაყიძე
პროექტის კოორდინატორი: ელენე ჯაკობია
ქასთინგის მენეჯერი: ნინი ციხელაშვილი
ქასთინგის მენეჯერის ასისტენტი: ლიზი ადამაშვილი
კოსტუმების მხატვარი: იკა ბობოხიძე
კოსტუმების მხატვრის ასისტენტები: ნინო ზვანბაია, ელენე გაბილაია
MU: ნინო ბედელაძე, ნინო დაშნიანი, ვერიკო ბედელაძე
იუნით მენეჯერი: მერაბ როსტომაშვილი
იუნით მენეჯერის ასისტენტი: ირაკლი კაკაბაძე
ლოკაციის მენეჯერი: ნათია ჩომახიძე
ლოკაციის მენეჯერის ასისტენტი: ზაზა ჭიღლაძე
მხატვრის ასისტენტი: ნიკოლოზ ლომიძე
სეტდრესერი, მხატვრის ასისტენტი: ნათია გურაბანიძე
რეკვიზიტორი: ზაზა გოგორიშვილი
ჰელფერები: თემო კუპრაძე, ირაკლი ცქიფურიშვილი, კახი ლომიძე, გიგა გოგიაშვილი
ფროდაქშენ ასისტენტი: თეკო გურაბანიძე
ტრანსპორტის მენეჯერი: დავით ფერაძე, დავით მაღლაკელიძე
სეტ მენეჯერი: კოკა ჩხაიძე, ნიკო ჩხაიძე
სეტ ჰელფერები: საბა საღირაშვილი, საბა სუხიაშვილი, ბუბა კუპატაძე
დიასახლისი: სვეტლანა ბაღდასარიანი
სთორიბორდი: ირაკლი თოიძე
გაფერი: გიორგი გოგატიშვილი
ფოკუსფულერი: ზაზა ცომაია
სტედიკამი: დათო ოდიშარია, ალექსი ბედოშვილი
ფლეიბექი: კობა როსტიაშვილი
კამერის ასისტენტი: პაატა გელაშვილი
პოსტ ფროდაქშენის პროდიუსერი: ბურო, ეკატერინე დავითაშვილი
მუსიკა: ბექა ჯაფარიძე
ხმის დიზაინი: Heima Production
ფერის კორექცია: ირაკლი (კუკუშა) მოწონელიძე
გრაფიკა: მეტროგრაფი
Voiceover: ვანო ქურასბედიანი
განსაკუთრებული მადლობა:
ქომაგებს

12-14 აპრილს Touch RGB დიზაინ ფესტივალის ფარგლებში 3-დღიანი ბუქთემფი იგეგმება

Mercedes-Benz-მა მანქანებს შეჯახებისას რენტგენი გადაუღო!