ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის დირექტორის, მედეა მეტრეველის განცხადებით, საქართველომ ახლახანს მიიღო შემოთავაზება, იყოს სტუმარი ქვეყანა პარიზის წიგნის ბაზრობაზე და ამ მხრივ, აქტიური მზადება უკვე დაიწყო, ამის შესახებ მან ტელეკომპანია “იმედის” ეთერში ისაუბრა. მისივე თქმით, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა საკმაოდ წარმატებული გამოცდილება იყო როგორც ქართველი მწერლებისთვის, ისე მთლიანად საქართველოსთვის.
„საქართველომ ჩაატარა ყველაზე დიდი კულტურული ღონისძიება საზღვრებს გარეთ უკანასკნელი წლების განმავლობაში: 450-ზე მეტი ღონისძიება ჩატარდა 40-მდე გერმანულენოვან ქალაქში, 70-ზე მეტმა მწერალმა იმოგზაურა სხვადასხვა ქალაქში, გამოიცა ძალიან ბევრი წიგნი.”











