in

საქართველო vs თურქეთი – ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ სპორტსმენებს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე

საქართველოს ბანკი საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი სპონსორია

მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ფარგლებში, 4 სექტემბერს, 20:00 საათზე, საქართველოს საფეხბურთო ნაკრები შეხვედრას თურქეთთან გამართავს.

საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრები E ჯგუფში თურქეთის, ესპანეთისა და ბულგარეთის გუნდებს დაუპირისპირდება.

ჯამში, 6-ტურიან საკვალიფიკაციო ეტაპზე თითოეულ ქულას დიდი მნიშვნელობა მიენიჭება. ჯგუფში პირველადგილოსანი გუნდი კანადაში, მექსიკასა და აშშ-ში გასამართი მსოფლიო ჩემპიონატის საგზურს ავტომატურად მოიპოვებს. მეორეადგილოსანი კი მუნდიალისთვის ბრძოლას პლეიოფის ეტაპზე გააგრძელებს.

საკვალიფიკაციო ეტაპზე, ვილი სანიოლის გაწვრთნილი გუნდის შემადგენლობა ასე გამოიყურება:

მეკარე: გიორგი მამარდაშვილი, ლუკა გუგეშაშვილი, დავით კერესელიძე;

დაცვა: გურამ კაშია, ოთარ კაკაბაძე, ირაკლი აზაროვი, ლუკა ლოჩოშვილი, გიორგი გოჩოლეიშვილი, საბა გოგლიჩიძე, საბა ხვადაგიანი;

ნახევარდაცვა: გიორგი ქოჩორაშვილი (სპორტინგი), ანზორ მექვაბიშვილი (კრაიოვა), ნიკა გაგნიძე, ვლადიმერ მამუჩაშვილი, ნოდარ ლომინაძე, გიორგი წიტაიშვილი, გიორგი აბუაშვილი, ზურიკო დავითაშვილი, საბა ლობჟანიძე, ხვიჩა კვარაცხელია;

თავდასხმა: გიორგი მიქაუტაძე, ბუდუ ზივზივაძე, გიორგი გულიაშვილი, გიორგი კვერნაძე.

მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ფარგლებში, მეორე შეხვედრას საქართველო 7 სექტემბერს კვლავ დინამო არენაზე ბულგარეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.

ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ სპორტსმენებს – საქართველოს ბანკი საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი სპონსორი.

[პარტნიორის კონტენტი]

Blood Cancer United რებრენდინგით ესაუბრება ყველას, ვისაც სისხლის კიბოსთან ჰქონია შეხება

Levi’s Icons — სიურრეალისტური ტრილოგია დასავლურ მემკვიდრეობაზე