in

საქართველოს ბანკი მცირე ბიზნესს მხარდასაჭერად CashBack-ს სთავაზობს

საქართველოს ბანკი განაგრძობს მცირე და საშუალო ბიზნესის გაძლირებისთვის მათზე მორგებული ახალი შესაძლებლობების შექმნას. ამჯერად ბანკმა ბიზნეს მომხმარებელს ქეშბექი შესთავაზა. მომხმარებელი, რომელიც ონლაინ გახსნის ანგარიშს ვებგვერდიდან, რეგისტრაციის დღიდან, პირველი ორი თვის განმავლობაში, Mastercard ბიზნეს ბარათით (იქნება ეს პლასტიკური თუ ციფრული) ეროვნულ ვალუტაში შესრულებულ ტრანზაქციებზე Cashback-ის სახით მიიღებს გადახდილი თანხის 20%-ს, მაქსიმუმ 400 ლარს, თითოეულ თვეზე.

თითოული თვის Cashback-ი იმ პლასტიკურ ან ციფრულ ბიზნესბარათზე ჩაირიცხება რომელსაც მომხმარებელი ონლაინანგარიშის გახსნის პროცესში მიუთითებს.თანხა შესაბამისი საანგარიშო თვის დასრულებიდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში აისახება.

შეთავაზება უკვე ძალაშია და ის 2022 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

Cashback-ით სარგებლობისთვის საჭიროა:

  • ბიზნესმა ვებგვერდებიდან დისტანციურად გახსნას ანგარიში;
  • რეგისტრაციის პროცესში შეუკვეთოს Mastercard ბიზნეს ბარათი (ფიზიკური/ციფრული)
  • Mastercard ბიზნეს ბარათით შეასრულოს ნებისმიერი მოცულობის გადახდები ეროვნულ ვალუტაში.

„ჩვენ აქტიურ რეჟიმში ვაგრძელებთ მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას და ამ მიზნით მათთვის ახალი შეთავაზებების გაკეთებას. ამჯერად კი ბიზნესს ვაძლევთ შესაძლებლობას, ანგარიშის ონლაინ გახსნის შემთხვევაში, მისთვის სასურველ ბიზნესბარათზე დაიბრუნოს თვის განმავლობაში გახარჯული თანხის 20%. გამოთავისუფლებული თანხა კი კვლავ საკუთარ ბიზნესს მოახმაროს. ჩვენ მუდმივად ვსწავლობთ ბიზნესის საჭიროებებს, რათა ახალი შეთავაზებებით, გაუმჯობესებული პროცესებითა თუ სერვისებით, მათ მაქსიმალური კომფორტი შევუქმნათ“, – განაცხადა საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელმა, ზურაბ მასურაშვილმა.

Cashback-ის შესახებ მეტი ინფორმაცია ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე.

[პარტნიორის კონტენტი]

Facebook, თავისი რედიზაინით, TikTok-ის „დამარცხებას“ გეგმავს

AI პროგრამა, რომელიც ფერებს თქვენი სიტყვების შესაბამისად ქმნის