in

საქართველო ევროპის ახალგაზრდულ ზამთრის ოლიმპიადას მასპინძლობს- მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

9 თებერვლიდან 16 თებერვლის ჩათვლით საქართველოში პირველად ევროპის ახალგაზრდული ზამთრის ოლიმპიურ ფესტივალი (EYOF 2025) გაიმართება. ყველაზე მასშტაბურ ახალგაზრდულ ფესტივალს ბაკურიანი, თბილისი და ბათუმი უმასპინძლებს. 2015 წელს ევროპის ახალგაზრდულ ზაფხულის ოლიმპიურ ფესტივალ ვუმასპინძლეთ და 10 წლის შემდეგ კიდევ ერთხელ გვაქვს პატივი, საქართველოში მნიშვნელოვან ახალგაზრდულ სპორტულ ღონისძიებას დავხვდეთ.

BOG
BOG

EYOF-ს უკვე 33-წლიანი ტრადიცია დაუგროვდა და წლიდან წლამდე იზრდება ტურნირის როგორც მასშტაბი, ისე მნიშვნელობა. ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი პირველად 1991 წელს ბელგიის ქალაქ ბრიუსელში გაიმართა – ფესტივალი ზაფხულის სპორტებით დაიწყო და 2 წლის შემდეგ ზამთრის სპორტებიც გააერთიანა.

საქართველოს 46 ქვეყნიდან 900-ზე მეტი ახალგაზრდა სპორტსმენი და 700 ოფიციალური წარმომადგენელი ესტუმრება. ფესტივალი 8 სხვადასხვა სპორტულ სახეობას აერთიანებს:

ბაკურიანში 5 სპორტულ დისციპლინაში გამოვლინდებიან საუკეთესონი – სამთო თხილამურობა, იათლონი, თხილამურებით რბოლა, ფრისტაილი და სნოუბორდი;
თბილისში ყინულის ჰოკეის შეჯიბრება გაიმართება, რაც ჩვენი დედაქალაქის ისტორიაში პირველად მოხდება – ახალი ყინულის დარბაზში როგორც გოგოების, ისე ბიჭებისტურნირები ჩატარდება;
ბათუმის ახალი ყინულის არენა კი ფიგურულ სრიალსა და ციგურებით რბოლას უმასპინძლებს.

საქართველოს 3 სხვადასხვა სახეობაში 8ართველი სპორტსმენი წარმოადგენს: სამთო სათხილამურო სპორტი – 6;იათლონი – 1; ფიგურული სრიალი – 1.

საქთველოს ბანკი ახალგაზრდული ოლიმპიური ნაკრების მთავარი სპონსორი და ამავდროულად,ევროპის ახალგაზრდული ზამთრის ოლიმპიურ ფესტივალის ოქროს სპონსორია.

EYOF-ს მთავარი მიზანი ოლიმპიური პრინციპების, სამართლიანი თამაშისა და ტოლერანტულობის სრული დაცვით სპორტისა და ფიზიკური აქტივობის პოპულარიზაციაა. ეს იქნება პირველი შემთხვევა, როცა საქართველო ზამთრის ოლიმპიურ ფესტივალს უმასპინძლებს და ამით ევროპაში მერვე ქვეყანა გახდება, რომელსაც ჩატარებული ექნება როგორც ზაფხულის, ისე ზამთრის ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი.

ისღა დაგვრჩენია, დაველოდოთ ფესტივალის დაწყებას, დავესწროთ ჩვენი ქვეყნისთვის ისტორიულ სპორტულ ღონისძიებებს და ვუგულშემატკივროთ ქართველ სპორტსმენებს! ყველა სპორტულ ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.

[პარტნიორის კონტენტი]

რა მოხდებოდა, Disney-ს რომ არ ეარსება?! — პასუხი სუპერ თასის რეკლამაშია

ინოვაციების 8 წელი: Coinmania დაბადების დღეს სიახლეებით ხვდება