in

საქართველოს ბანკის ციფრულ მიმართულებას ლევან გომშიაშვილი ჩაიბარებს

საქართველოს ბანკის ციფრულ მიმართულებას, რომელიც ბანკის ყველა დიჯიტალ არხს აერთიანებს – ლევან გომშიაშვილი გაუძღვება. ლევანი ასევე რჩება მარკეტინგის მიმართულების ხელმძღვანელად.

ციფრული მომსახურების სრულყოფა საქართველოს ბანკის სტრატეგიული მიმართულებაა, რომელსაც განსაკუთრებით ბოლო წლებში მნიშვნელოვანი და ხელშესახები შედეგები აქვს. ბანკის მობილური აპლიკაციით ყოველთვიურად 1.1 მილიონზე მეტი მომხმარებელი სარგებლობს და ყველაზე მოხმარებადი ქართული აპლიკაციაა. ამასთან ერთად, ციფრული არხების მიმართულებით საქართველოს ბანკმა, არაერთი საერთაშორისო აღიარება მიიღო.

ლევან გომშიაშვილი საქართველოს ბანკს 2019 წელს შეუერთდა და მარკეტინგის მიმართულება ჩაიბარა. მალევე, განახლებული სტრატეგიის შედეგები ვნახეთ ისეთი კამპანიების სახით როგორიცაა: არ გაჩერდე, გზა სულ არის, შესაძლებლობები უსაზღვროა, 500 Startup-სთან პარტნიორობა. ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმისა, რაც მარკეტინგის გუნდმა ამ წლებში შემოგვთავაზა.

ალტე უნივერსიტეტსა და ამერიკულ ტექნოლოგიურ კომპანია Lineate-ს შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

როგორ იყენებენ ჩატბოტებს მარკეტინგული მიზნებისთვის?