in

საქართველოს ბანკმა გაზაფხულის დადგომასთან ერთად ქართული ჰანგები კიდევ ერთხელ ააჟღერა – სიმღერა „თოლია“ ახალი სიცოცხლითა და მოტივებით

საქართველოს ბანკისთვის, როგორც ბრენდისთვის, ქართველი არტისტების მხარდაჭერა მთავარი ღირებულებაა, ძველი, თუმცა, ყველასთვის საყვარელი და ნაცნობი მოტივებისთვის ახალი სიცოცხლის შეძენა კი – მრავალწლიანი ტრადიცია.

გაზაფხულის დღესასწაულებთან დაკავშირებით, ბრენდმა გადაწყვიტა, უფროსი თაობისთვის ერთგვარად კოლორიტად ქცეული სიმღერის – „თოლიას“ ჰანგები მსმენელების გულებში კიდევ ერთხელ აეჟღერებინა.

„ჩვენთვის, როგორც ბრენდისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანებში პოზიტიური ემოციების შექმნის ხელშეწყობა. ამიტომ გადავწყვიტეთ, გაზაფხულის დღესასწაულებთან დაკავშირებით ძველი, თბილი, ოდნავ მივიწყებული ემოციები გამოგვეღვიძებინა და მათთვის ახალი დანიშნულება  მიგვეცა“, – ამბობენ საქართველოს ბანკის ბრენდის გუნდში.

ასე შეიქმნა „თოლიას“ ახალი ვიდეო საქართველოს ბანკისა და სარეკლამო სააგენტო JWT Metro-ს თანამშრომლობით, კატო კვარაცხელიას, ნინა ყიფშიძის, ფანიკოსა და ანა უზნაძის შესრულებით.

„თოლია“ ის სიმღერაა, რომელზეც ჩვენი მშობლები, ბებიები და ბაბუები გაიზარდნენ, რომელსაც ხშირად უსმენდნენ და ჩვენც მათი მონაყოლიდან ან რჩევიდან გამომდინარე დავიწყეთ მისი მოსმენა. ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ ამ სიმღერით თაობები ერთი ემოციის ქვეშ გაგვეერთიანებინა“, – აღნიშნავენ საქართველოს ბანკის ბრენდის გუნდში.

როგორც სარეკლამო სააგენტო JWT Metro-ს გუნდში ამბობენ, მსმენელისთვის ისედაც განსაკუთრებული სიმღერისთვის ახალი სიცოცხლის მისაცემად მრავალფეროვან თანამედროვე არტისტებთან კოლაბორაციამ აღნიშნული ჰანგები კიდევ უფრო საინტერესო გახადა. ამასთან, განსაკუთრებულია ვიდეოც და მისი ატრიბუტებიც.

„სიმღერა „თოლია“ და აივანი ერთმანეთის გარეშე რთული წარმოსადგენია. ამიტომ ჩვენს მუსიკალურ რგოლში მთავარი ადგილი აივანია, უჩვეულო ისაა, რომ ეს აივანი მოძრავია. ის დადის ქალაქში და ლაღი განწყობა მოაქვს. ისეთივე ლაღი როგორიც გაზაფხული და თავად სიმღერა „თოლიაა”, – აღნიშნავენ JWT METRO-ს გუნდში.

სხვადასხვა დამხმარე ატრიბუტებთან ერთად უცვლელი ის შეგრძნება რჩება, რომელსაც მელოდია მსმენელში იწვევს. ფილმში „თოჯინები იცინიან“ აჟღერებული სიმღერა ღრმად ჩარჩა საზოგადოების მახსოვრობაში.

როგორც ანა უზნაძე ამბობს, სიმღერა „თოლია“ ქართული კინომუსიკის ერთ-ერთი გამორჩეული ნიმუშია, რომელიც კომპოზიტორმა სულხან ცინცაძემ შექმნა.

„სიმღერა „თოლიას“ ჩემთვის ყოველთვის დადებითი და პოზიტიური ემოციები მოაქვს, მისი რიტმიდან და შინაარსიდან გამომდინარე. იმედი მაქვს, რომ ეს ვიდეოც მსმენელში სილაღის შეგრძნებას გამოიწვევს“, – ამბობს ანა უზნაძე.

ნინა ყიფშიძე კი აღნიშნავს, რომ მისთვის სიმღერა თოლია ბავშვობასთან ასოცირდება და ამატებს, რომ „ეს სიმღერა პირველად ფილმში „თოჯინები იცინიან“ მოვისმინე, მან ძალიან მარტივად შემაყვარა და დამამახსოვრა თავი“.

საქართველოს ბანკში სჯერათ, რომ „თოლიას“ გადამღერება და მისი თანამედროვე ელემენტებით გამდიდრებული ვერსიის შეთავაზება მსმენელს გულგრილს არ დატოვებს, სიმღერის ყოველ წაღიღინებაზე კი სილაღისა და გაზაფხულის თბილ შეგრძნებებს გაუღვიძებს.

კრედიტები:

კლიენტი: საქართველოს ბანკი
მარკეტინგის დირექტორი: ლევან გომშიაშვილი
მარკეტინგის გუნდის ხელმძღვანელი: ლევან გომშიაშვილი
ბრენდის მიმართულების ხელმძღვანელი: მარიამ ცანავა
ბრენდ მენეჯერები: სოლო წიწუაშვილი, ანა თედიაშვილი, საბა ლეკიაშვილი,
სააგენტო: JWT Metro
შემოქმედებითი ხელმძღვანელი: ეკა ყიფიანი
უფროსი არტ დირექტორი: სალი ნიკოლაიშვილი
უმცროსი არტ დირექტორი: ნინი ნოდია
უმცროსი ქოფირაითერები : ნინო დვალი, ნუცა გაბუნია
კონტენტ კრეატორი: გიკა მიქაბაძე
დიზაინის უფროსი: სანდრო ლალიაშვილი
გრაფიკული დიზაინერი: ლუკა მოსიაშვილი
ფინანსური დირექტორი: თამარ ლაშხიძე
პროექტის დირექტორი: ნიკა ბოჭორიშვილი
კლიენტებთან ურთიერთობის ხელმძღვანელი: ალექსი ჩიქოვანი
პროექტის ხელმძღვანელი: აჩი ამაღლობელი
ფროდაქშენ კომპანია: მეტრო ფროდაქშენი
დამდგმელი რეჟისორი : ნინო გორდელაძე
დამდგმელი ოპერატორი: ომარ გელაშვილი
დამდგმელი მხატვარი: დავით ჭყოიძე
მომღერლები : კატო კვარაცხელია, ფანიკო მღებრიშვილი, ანა უზნაძე, ნინა ყიფშიძე ფროდაქშენის ხელმძღვანელი: მაია გურაბანიძე
აღმასრულებელი პროდიუსერი: სანდრო გაბილაია
პროდიუსერი: სოფო ფარჯიანი
ფროდაქშენ მენეჯერი: გურამ მოსიკაშვილი
იუნით მენეჯერი: მერაბ როსტომაშვილი
ფროდაქშენ კოორდინატორი: ნინო მეგრელიშვილი
რეჟისორის პირველი ასისტენტი: სალი ჯუღელი
ლოკაციის მენეჯერი: ნათია ჩომახიძე
ლოკაციის მენეჯერის ასისტენტი: ნინუცა ჩიხლაძე და ზაზა ჭიღლაძე
ფინანსური კოორდინატორი: თეკო გურაბანიძე
ტრანსპორტ მენეჯერები: დავით მაღლაკელიძე, დავით ფერაძე
სეტ-მენეჯერი: კოკა ჩხაიძე
სეტის ჯგუფი: საბა სუხიაშვილი, ბუბა კუპატაძე , ლაშა კუპატაძე, ლუკა ჩიხლაძე კასტინგ მენეჯერი: ნუცა აბაშიძე
სეტდრესერი : ნათია გურაბანიძე
რეკვიზიტორი: ზაზა გოგორიშვილი
მხატვრის ასისტენტი : ნიკუშა ლომიძე
დეკორატორები: კინოფაბრიკა
კოსტუმების მხატვარი: თიკო კვინიკაძე
კოსტუმების მხატვრის ასისტენტები: მარიამ საბანაძე, ნინი ნათელაშვილი, სოფო ფულაძე
გრიმი: სალომე ზაქარაია, ეკა ჭუმბურიძე, ტაისია ერაძე
B Camera DOP : მანუ ელიჯარაშვილი
1st AC Focus : ნიკა საჩალელი 2nd AC : გურამ მოსიკაშვილი
კამერის ასისტენტი: აჩიკო ქობალია
ფლეიბექი: კობა როსტიაშვილი
გაფერი : გია მარსაგიშვილი
განათება და გრიფი : ვაკო ლელუაშვილი, რატი გოგატიშვილი, გოგა ჭანტურია, ცოტნე მარსაგიშვილი, გიორგი გალდავა, გიორგი სამხარაძე, დავით ერემაძე
დრონის ოპერატორი გადაღებაზე : ანდრო ბარბაქაძე
რონინის ოპერატორი : დავით ოდიშარია
რონინის ოპერატორი : ვახია თითვანი
მუვი იქსელი + ბლექ არმი : რომა ვაჩეიშვილი
სკაუტი დრონით : ლაშა შეყელაშვილი, ანდრო ბარბაქაძე, ბექა ხარებავა
ხმის რეჟისორი სეტზე : თენგო ასიტაშვილი
ქეთერინგი : ქრუქეთი
პოსტ ფროდაქშენი პოსტ პროდაქშენის პროდიუსერი: ბურო
პოსტ ფროდაქშენის კოორდინატორი: ეკატერინე დავითაშვილი
მონტაჟი: ნინო გორდელაძე, ბურო, ეკატერინე დავითაშვილი
ფერის კორექცია: მინდია ინასარიძე
მუსიკალური ნაწარმოების ფროდაქშენი და ხმის დიზაინი : Avira sound
გრაფიკა : იკო იაკობიძე

„კლიპარტისა“ და რუსუდან ფეტვიაშვილის კოლაბორაცია – მორიგი დაუვიწყარი საჩუქარი დედებს

„კრიპტოში ქალების ადგილი არაა“ – სტერეოტიპის წინააღმდეგ! – ხვიჩა კოპინაძე