in

საქართველოს ფესტივალების ასოციაციის განცხადება!

საქართველოს ფესტივალების ასოციაცია განცხადებას ავრცელებს. „მარკეტერი“ ტექსტს გთავაზობთ უცვლელი სახით:

„ჩვენ შევიკრიბეთ, გავერთიანდით და დავაფუძნეთ საქართველოს ფესტივალების ასოციაცია.  ამ გაერთიანების მიზანია, განავითაროს საფესტივალო ინდუსტრია, პოპულარიზაცია გაუწიოს საქართველოს, ხელი შეუწყოს ქვეყნის კულტურულ და ეკონომიკურ განვითარებას.

საქართველოს ფესტივალების ასოციაციაში გაწევრიანებულნი არიან ორგანიზაციები და პროფესიონალები, რომლებმაც ათწლეულების  განმავლობაში, თავიანთი საქმით  საზოგადოებას დაანახეს, არაერთი წარმატებული შედეგი, მოიპოვეს საერთაშორისო აღიარება, განახორციელეს მილიონიანი ინვესტიციები ინდუსტრიაში  და ხშირ შემთხვევაში პირადი სახსრებით, განავითარეს საფესტივალო საქმიანობა. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოს როგორც კულტურის, ასევე ტურიზმის თუ ეკონომიკის განვითარებაში ჩვენ საქმიანობას მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს.

ჩვენ შევძელით გაერთიანება, მიუხედავად ჩვენი განსხვავებული პოლიტიკური გემოვნების, მსოფლმხედველობის თუ გარკვეულ საკითხებზე საპირისპირო აზრისა. ერთმნიშვნელოვნად ვთანხმდებით იმ ძირითადი პრინციპების გარშემო, რომლებიც საფუძვლად უდევს ჩვენ საქმიანობას და ყველა ფესტივალს – ძალადობის  და დისკრიმინაციის უარყოფა, თანასწორობა, ურთიერთპატივისცემა, კანონის უზენაესობა, ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვა.

გულწრფელად გვჯერა, რომ დღეს ყველას ერთობა უაღრესად მნიშვნელოვანია ქვეყნის წარმატებული და ევროატლანტიკური მომავლისთვის. გვწამს, რომ ეს წამოწყება და მიზნისკენ დაუღალავი სწრაფვა, არაერთ გამარჯვებას მოუტანს საქართველოს“

საქართველოს ფესტივალების ასოციაციის წევრები არიან:

  • „წინანდლის ფესტივალი“
  • „ქოლგა თბილისი ფოტო“
  • „თბილისი ჯაზზ ფესტივალი“
  • „შავი ზღვის ჯაზზ ფესტივალი“
  • „ჯაზისა და ღვინის ფესტივალი“
  • საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი „შემოდგომის თბილისი“
  • „მერსედეს ბენც მოდის კვირეული“
  • „ბლუზის საერთაშორისო ფესტივალი „ბლუზფესტ“
  • „თბილისი ოფენ ეარ“
  • „მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „საჩუქარი“
  • „თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი“
  • „თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი“
  • ელექტრონული მუსიკის ფესტივალი „სამერ სეტ“
  • ფესტივალი „მზესუმზირა“
  • „თბილისის ბაროკოს ფესტივალი“
  • „ბათუმის საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალი“
  • „თბილისის საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი“
  • „მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი თელავში“
  • კრეატივის საერთაშორისო ფესტივალი „ედ ბლექ სი“

 

ტაქტიკა უკეთესი დისტანციური მოლაპარაკებებისთვის

გადასახადები Facebook რეკლამის გაშვებისას – რა იცვლება ოქტომბრიდან და როგორ გავმართოთ ბიზნეს მენეჯერი?