„აეროსმიტის“ კონცერტზე დასასწრებად მიმავალი მგზავრების თხოვნით, საქართველოს რკინიგზა კონცერტის დასრულების შემდეგ, ქ. თბილისში დასაბრუნებლად კიდევ ერთ დამატებით რეისს ნიშნავს(#859). მატარებელი „ბლექსი არენასთან“ მდებარე ახალი სარკინიგზო ბაქნიდან 01:50 გამოვა და ქ. თბილისში ჩამოვა 06:30. ბილეთები იყიდება, როგორც ცენტრალური ვაგზლის სალაროებში, ასევე ელექტრონულად და სწრაფი გადახდის აპარატებით. გთხოვთ იჩქაროთ, ბილეთების რაოდენობა შეზღუდულია.

[R]













