24
Sep
2019

საქართველოს უნივერსიტეტი საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს

24 Sep 2019

28 სექტემბერს, საქართველოს უნივერსიტეტი მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში საერთაშორისო კონფერენციას გამართავს, თემაზე: “IV ინდუსტრიული რევოლუცია და ბლოკჩეინი- eGovo/GovTech ბლოკჩეინის ეპოქაში“. კონფერენცია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან და შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდთან პარტნიორობის ფარგლებში ხორციელდება.

ღონისძიების ერთ-ერთი მთავარი საკითხია ბლოკჩეინის შესაძლებლობები საჯარო ადმინისტრირების და ელმმართველობის სფეროში, ასევე კონფერენციაზე განიხილავენ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა: ინდუსტრია 4.0 და ციფრული ტრანსფორმაცია; ბლოკჩეინი და eGov/Govtech; ბლოკჩეინი და საჯარო ფინანსების მენეჯმენტი; ბლოკჩეინი და ენერგოსექტორი; ბლოკჩეინი და განათლების სფერო; ბლოკჩეინი და რეგულაციები.

კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ როგორც საჯარო სექტორის, ასევე ბიზნესისა და საუნივერსიტეტო სფეროს ხელმძღვანელები და ექსპერტები, საქართველოდან და უცხოეთიდან.

საქართველოს უნივერსიტეტში მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილ კონფერენციაზე დასასწრებად, რეგისტრაციისა და დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს.  კონფერენციაზე დასწრება კი ნებისმიერი მსურველისთვის უფასოა.

[R]

განხილვა