საქართველოს უნივერსიტეტი საგანმანათლებლო ბაზარზე წამყვანი უნივერსიტეტია, რომელმაც მოწინავე ადგილი დაიმკვიდრა არა მხოლოდ სწავლების მაღალი დონით და აკადემიური ხარისხით, არამედ ინოვაციების და ტექნოლოგიების მიმართულებითაც. საქართველოს უნივერსიტეტის 6 სკოლიდან ერთ-ერთი მათემატიკის, ინფორმატიკისა და ინჟინერიის სკოლაა, რომელიც სტუდენტებს სთავაზობს ცოდნის მიღებას თანამედროვე საინფორმაციო, კომპიუტერული, საინჟინრო და ფუნდამენტური მეცნიერებების მიმართულებებით. აღსანიშნავია, რომ სწავლება მიმდინარეობს საერთაშორისო აკადემიების პროგრამების მიხედვით და სკოლა აქტიურად თანამშრომლობს მსოფლიოს სხვადსხვა წამყვან სამეცნიერო ცენტრებთან.
სკოლა თავს უყრის ინოვაციების ყველა მიმართულებას, ფუნქციონირებს რობოტიკის და ელექტრონიკის სკოლა UG Limes, სადაც ახალგაზრდები ეუფლებიან რობოტექნიკის, ელექტრონიკისა და პროგრამირების ათვისებისთვის საჭირო პრაქტიკულ და თეორიულ ცოდნას. ასევე, მოქმედებს მობილური აპლიკაციების ლაბორატორია-ტრენინგ ცენტრი UG Lemondo Trainings, რომელიც კომპანია Apple-ის პარტნიორია სასწავლო პროგრამების მიმართულებით. ფიზიკის ლაბორატორია, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე სასწავლო ლაბორატორიული დანადგარებით. ეს კი, საშუალებას აძლევს სტუდენტებს, შეისწავლონ ინჟინერია და ფიზიკა უშუალოდ ცდებზე დაკვირვებით.
აგრეთვე, სკოლა აღჭურვილია CISCO-ს ლაბორატორიით და მინიჭებული აქვს CCNA და CCNP სერტიფიკატების გაცემა. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ უნივერსიტეტის სასწავლო კურსი ინტეგრირებულია ამ პროგრამასთან და სტუდენტს ეძლევა ვაუჩერი საკვალიფიკაციო გამოცდების ჩასაბარებლად.
არსებული რესურსები სტუდენტებს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, თავად შეიმუშავონ და შექმნან საკუთარი იდეების მიხედვით დანადგარები და მოახდინონ ამ დანადგარების პროგრამული მართვა.
დამატებით, საქართველოს უნივერსიტეტის მათემატიკის, ინფორმატიკისა და ინჟინერიის სკოლა სტუდენტებს აძლევს საშუალებას, ჩაერთონ სამეცნიერო საქმიანობაში და მიიღონ მონაწილეობა როგორც ადგილობრივ, ასევე უცხოურ კონფერენციებში, გახდნენ გაცვლითი სტუდენტები და ისწავლონ ევროპულ და ამერიკულ უნივერსიტეტებში სრულიად უფასოდ. მისი კურსდამთავრებულები არიან პროფესიონალი სპეციალისტები და იკავებენ წამყვან პოზიციებს ადგილობრივ და უცხოურ დასაქმების ბაზარზე.
[R]












