in

საქართველოს უნივერსიტეტში სტუდენტური სტარტაპების ხელშეწყობისთვის ინოვაციების ცენტრი გაიხსნება

წელს, საქართველოს უნივერსიტეტში ახალი ტიპის, მოქნილი ინოვაციების ცენტრი დაარსდება, რომელიც აქტიურად ხელს შეუწყობს სხვადახვა ფაკულტეტის და უნივერსიტეტის სტუდენტებს განავითარონ, განახორციელონ და წარმატებულ ბიზნესად აქციონ საკუთარი იდეები.

BOG
BOG

ინოვაციების ცენტრი იქნება განსაკუთრებული გარემო, სადაც ახალგაზრდებს  ჩაუტარდებათ ტრენინგები, ქართველი და უცხოელი სპეციალისტების თანამონაწილეობით.  ეს დაეხმარება სტუდენტებს შექმნან ინოვაციური პროდუქტი და სერვისი, შემდგომ კი მოახდინონ მენტორების დახმარებით სტარტაპების დახვეწა და ინვესტორების წინაშე წარდგენა.

აღსანიშნავია, რომ ცენტრი გეგმავს აქტიურ თანამშრომლობას, როგორც ადგილობრივ, ასევე, საერთაშორისო ინკუბატორებთან და აქსელერატორებთან, პერსპექტიული პროექტების ლოკალურ და საერთაშორისო ბაზარზე გატანის მიზნით. ცენტრი ასევე საკუთარი პარტნიორული ქსელის საშუალებით უზრუნველყოფს სტარტაპების დაშვებას ინოვაციების ინფრასტრუქტურასთან პროტოტიპების დასამზადებლად. საქართველოს უნივერსიტეტის პარტნიორების სიაში  საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო და ტექნოპარკია.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს უნივერსიტეტს, ინოვაციების თვალსაზრისით მოწინავე ადგილი უკავია უმაღლეს საგანმანათლებლო სივრცეში. ამ ეტაპზე, კამპუსში ფუნქციონირებს მობლილური აპლიკაციების შექმნის ცენტრი, რობოტიკისა და ელექტრონიკის ლაბორატორიები, ბიზნეს აქსელერატორი, ტექნოლოგიების ტრანსფერის ცენტრი და სხვა.  სწორედ ეს განვითარების ტემპი და  წარმატებით განხორციელებული მრავალი ბიზნეს პროექტი გახდა მიზეზი ჩამოყალიბდეს მოქნილი ინოვაციების ცენტრი, რომელიც კოორდინაციას გაუწევს ინიციატივებს და ინოვაციებს მთელი საქართველოს მასშტაბით.

[R]

დიჯიტალ ტვ – #თეფშები აღარ დაგჭირდებათ

სპეცოპერაცია, კოდური სახელით “სახლის დალაგება” – “ხარიზმას” სახალისო ვიდეორგოლი