25 და 28 მარტი! შეხვედრის ადგილი – ბათუმის საფეხბურთო სტადიონი! 183-დღიანი მოლოდინის შემდეგ, საქართველოში დიდი ფეხბურთი დაბრუნდა. ჯვაროსნების ევროპული თავგადასავალი გაგრძელდება ბათუმში, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრები ჯერ მონღოლეთს, შემდეგ კი ნორვეგიას დაუპირისპირდება. საქართველოს ბანკი, რომელიც საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი სპონსორია, ამ მოვლენის შესახებ ვიდეორგოლის საშუალებით გვამცნობს. გადადეთ ყველა სხვა გეგმა, 25 და 28 მარტს დიდი ამბები გველის!
საქართველოში დიდი ფეხბურთი ბრუნდება! – საქართველოს ბანკის ვიდეორგოლი
