29
May
2014

“გემო, რომელსაც ჩვენ ვაცხობთ” – სახაჭაპურე N1

29 May 2014

Startauperi
Startauperi


სახაჭაპურესთვის უჩვეულო სახელწოდებითა და ინტერიერით N1 მომხმარებლებს ცომეულის გარდა, ტკბილეულსა და ცხელ სასმელებსაც სთავაზობს.

sakhachapure3

აღმასრულებელი დირექტორი ლევან ლურსმანაშვილი ამბობს, მათი უპირატესობა ხარისხი, გემო და ინტერიერია.

ლევან ლურსმანაშვილი: იდეა ბესო აბესაძეს და გიორგი მირცხულავას ეკუთვნით. მათ 2013 წელს დააარსეს კომპანია – K&M 2რესტორნები.

მიზანი იყო სწრაფი კვების რესტორნების ქსელის გახსნა – ქართული „ფასთ ფუდი“, რომელიც იქნებოდა ხარისხიან, ჯანსაღ კვებაზე ორიენტირებული.

რატომ ამ ლოკაციებზე ( კინო „რუსთაველში“ და მალე იხსნება „ამირანში“)?

კინოთეატრებს “რუსთაველსა“ და „ამირანს“ წლის მანძილზე 800 000 ვიზიტორი ჰყავს. შასაბამისად, ისინი ჩვენი პოტენციური მომხმარებლები არიან. ასევე ტურისტებისთვისაც საკმაოდ ადვილი მოსაგნებია.

ვინ არის ძირითადი სამიზნე ჯგუფი?

ეს არის საშუალო და მაღალშემოსავლიანი სეგმენტი – ოჯახები, რომელთათვისაც პრიორიტეტულია ჯანსაღი და ხარისხიანი კვება, პროფესიონალი მუშაკები და ტურისტები.

sakhachapure2

როგორია ფასები?

კონკურენტებთან შედარებით, ფასები 20-30 თეთრით მაღალია. 0.75 თეთრიდან, მაქსიმუმ 12 ლარამდე.

რატომ შეარჩიეთ ასეთი ინტერიერი?

გვინდოდა, ინტერიერი ყოფილიყო პროდუქტის შესაბამისი ანუ ხარისხიანი, ეკოლოგიურად სუფთა. თანამედროვე ინტერიერი, სადაც მოგინდება არა მხოლოდ ხაჭაპურის საჭმელად მოსვლა. არამედ, მეგობრებთან ერთად შეკრება, ჭიქა ყავაზე და ნამცხვარზე, მაღალსიჩქარიანი ინტერნეტით მუშაობა, ლანჩის დროს პრესის გაცნობა ჭიქა ჩაისთან ერთად და ა.შ. ადგილი, სადაც დაბრუნდები არა მხოლოდ გემრიელი საჭმლის გამო.

sakhachapure4

“გემო, რომელსაც ჩვენ ვაცხობთ”- ამართლებს N1 ამ სლოგანს?

ამის დასტურია უამრავი კმაყოფილი მომხმარებელი, რომელიც ბრუნდება ჩვენს რესტორანში უკვე მეგობრებთან ერთად.

მსგავსი კვების ობიექტები დედაქალაქში მრავლადაა. თანაც, წლებია ბაზარზეა და მათ უკვე საკუთარი მომხმარებლები ჰყავთ. რა არის N1-ის უპირატესობა?

N1-ს უპირატესობა არის ხარისხი, გემო და ინტერიერი. ქალაქში საუკეთესო გემოს ვქმნით ხარისხის გაძლიერებული, ყოველდღიური კონტროლით.

სამომავლოდ რას აპირებთ?

მომდევნო 6 თვის გეგმებში შედის მხოლოდ თბილისის მასშტაბით გაფართოება. ჩვენ წლის ბოლომდე კიდევ ორი ობიექტის გახსნას ვგეგმავთ. უფრო ხანგრძლივ გეგმებს რაც შეეხება, ვფიქრობთ, საქართველოს დიდ ქალაქებში რამდენიმე ობიექტის დამატებას.

განხილვა