იცოდით, რომ ადამიანებს შესანიშნავი უნარი აქვთ, გამოიცნონ ინდივიდის სახელი თავიანთი სახის მიხედვით? ახალი კვლევა გვეუბნება, რომ ეს ე. წ. თვითქმნადი წინასწარმეტყველების ბრალია. მარტივად რომ აგიხსნათ, იმ მოლოდინების გამართლებას ეხება, რომლებიც წინასწარ ჩვენით შევიქმენით რაღაცების მიმართ. კვლევისას კი, როცა მოზარდის ფოტო სახელის 4 შესაძლო ვერსიით მონაწილეებს აჩვენეს, მათ სწორი სახელი ამოიცნეს. ხოლო, როცა მათ ბავშვის სახეები აჩვენეს, ასევე წარმატებით ვერ შეძლეს სახის ამოცნობა — რას ნიშნავს ეს?
მიღებული დასკვნების მიხედვით, ჩვენ ზრდასთან ერთად მიდრეკილნი ვართ ჩვენი გარეგნობის შეცვლისკენ ისე, რომ იგი ჩვენსავე სახელებს უფრო შეეფერებოდეს, იქნება ეს ვარცხნილობა, მაკიაჟი, სათვალეები, პირსინგი თუ სახის გამომეტყველება.
„ვაჩვენეთ, რომ სოციალური კონსტრუქცია თუ სტრუქტურა რეალურად არსებობს — ის, რისი ემპირიულად გამოცდა აქამდე თითქმის შეუძლებელი იყო… სოციალური სტრუქტურირება იმდენად ძლიერია, რომ ადამიანის გარეგნობაზე შეუძლია, იმოქმედოს“, — განმარტავს იონატ ზვებერი, მარკეტინგის ექსპერტი.
კვლევებმა ადრეც აჩვენა, რომ ადამიანის სახის გამომეტყველება მის სახელზე მიგვანიშნებს, თუმცა ზუსტად არ უთქვამთ, ეს იმიტომ იყო, რომ ადამიანები ბავშვებს სახელს თავიანთი სახის გამომეტყველების მიხედვით არქმევდნენ თუ მათი გარეგნობა დროთა განმავლობაში ისე განვითარდა, რომ მათსავე სახელს მორგებოდა… ამიტომ, ახლა სწორედ ამის გარკვევა სცადეს და ამაში ადამიანი მოხალისეები და მანქანური სწავლების ალგორითმები დაიხმარეს.
ერთ-ერთ ტესტში 8-12 წლის ბავშვებს და 18 წელს ზემოთ მყოფ მოზარდებს სთხოვეს სახე და სახელები ერთმანეთისთვის დაეკავშირებინათ:
შედეგები კი ასეთი იყო — მოზარდების სახელები ორივე გუნდმა წარმატებით გამოიცნო, თუმცა ასე არ მოხდა 9-10 წლის ბავშვების ფოტოების შემთხვევაში. მაშინაც კი, როცა ამ ახალგაზრდა სახეებს ციფრულად მოუმატეს ასაკი, მონაწილეებმა ვერ გამოიცნეს მათი სახელები, რაც მიგვანიშნებს, რომ ადამიანის სახის გამომეტყველება ბავშვობის შემდეგ იცვლება, რათა დროთა განმავლობაში დარქმეულ სახელს უკეთ მოერგოს.
ხოლო მომდევნო ტესტში მანქანური სწავლების მოდელები ისე გაწვრთნეს, რომ სახის სურათების მონაცემების დიდი კოლექცია დაემუშავებინა. ზუსტად ისე, როგორც ადამიანებმა, რომლებიც სახეს სახელებს უმთხვევდნენ, ალგორითმმაც აღმოაჩინა, რომ მსგავსი სახელის მქონე მოზარდები რაღაც კუთხით ერთნაირად გამოიყურებიან, ვიდრე სხვა სახელის მქონე ინდივიდები. თუმცა ბავშვების შემთხვევა აქაც გამონაკლისი იყო — „ყველაფერი ერთად გვთავაზობს, რომ ჩვენს სახის გამომეტყველებაზე სოციალური ფაქტორები ზემოქმედებს, თუნდაც სახელი, რაც სოციალური მოლოდინების პოტენციურ გავლენას ადასტურებს“.
მკვლევართა ჯგუფის თქმით, დაბადებისას დარქმეული სახელები სოციალური ნიშნების მსგავსია, რაც ადამიანის გარეგნობაზე თვითქმნადი წინასწარმეტყველების გზით ზემოქმედებს. დროის გასვლასთან ერთად კი ადამიანები, მეტად სავარაუდოა, რომ აანალიზებენ თავიანთ სახელებთან დაკავშირებულ მახასიათებლებსა და მოლოდინებს, შემდგომ კი მათ, ცნობიერად თუ არაცნობიერად, საკუთარი იდენტობისა და არჩევანის ნაწილად ხდიან. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ის, თუ როგორ უნდა გამოვიყურებოდეთ სოციალური მოლოდინების მიხედვით რეალურად ზემოქმედებს მოზარდების გარეგნობაზე.
„შედეგების თანახმად, ადამიანები სტერეოტიპების მიხედვით ვითარდებიან, რომლებიც მათ დაბადებიდანვე დაჰყვათ. სოციალური არსებები ვართ, რომლებზეც აღზრდა ზემოქმედებს. ხოლო ადამიანის ერთ-ერთი უნიკალური და ინდივიდუალური ფიზიკური კომპონენტი, შესაძლოა, სოციალური ფაქტორით ყალიბდებოდეს“, — აცხადებენ მკვლევრები.