in

არტი, როგორც პოზიციონირება! – დეველოპერული პროექტი “შენი სახლი ჯიქიაზე”

მიუხედავად იმისა, რომ თბილისი სამშენებლო პროექტების სიმცირეს არ უჩივის, ბინის შერჩევა მაინც რთული ამოცანაა. ბაზარზე დეველოპერული კომპანიების სიჭარბეა და შესაბამისად, კონკურენციაც დიდია, რაც დეველოპერებს განსხვავებული პოზიციონირებისკენ და ხარისხის ამაღლებისკენ ბუნებრივად უბიძგებს. კომპანიებიც ცდილობენ მომხმარებელს მის მოთხოვნებზე მორგებული საცხოვრებელი კომპლექსი შესთავაზონ და შენობის სიმტკიცისა და დაპროექტების გარდა, დამატებითი ღირებულებების შექმნაზეც ფიქრობენ. შენდება ახალი კორპუსები, იქმნება ახალი უბნები, დამოუკიდებელი ინფრასტრუქტურით. მათ  შორისაა პროექტი “შენი სახლი ჯიქიაზე”, 18 კორპუსიანი უბანი პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე და როგორც წარმომადგენლები აცხადებენ, კომპანიისთვის გარდა სამშენებლო ხარისხისა, გარემო და გამწვანება პრიორიტეტულია, რაზეც უბნის მწვანე საფარი და ინფრასტრუქტურა მეტყველებს. როგორია სერვის მენეჯმენტი, პოზიციონირება და რა განასხვავებს სახლს ჯიქიაზე, მარკეტერის ინტერვიუდან შეიტყობთ.

M: ქართულ ბაზარზე დეველოპერული კომპანიების კონკურენცია საკმაოდ მაღალია. რა გამოარჩევს სახლს ჯიქიაზე?

BOG
BOG

რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორია, რითიც ჩვენი პროექტი გამოირჩევა სხვებისგან. პირველ რიგში, გამოვყოფდით დახურული უბნის კონცეფციას, პროექტის დაწყებისთანავე განვსაზღვრეთ, რომ ჩვენ უნდა შეგვექმნა ქალაქის ცენტრიდან მოშორებით, ისეთი ახალი უბანი, სადაც მყიდველისთვის საუკეთესო საცხოვრებელ პირობებს შევქმნიდით. ჩვენი კომპლექსი 5,5 ჰა ტერიტორიას მოიცავს და ჯამში 1500-ზე მეტმა ოჯახმა უნდა იცხოვროს. სახლი და შესაბამისად, მისი პროექტი/ბინა, მყიდველის ბინის კარიდან კი არა, არამედნ – უბნის შესასვლელიდან იწყება. ამ მიდგომით გადავწყვიტეთ ჩვენი პროექტის განხორციელება. 2013 წლიდან დღემდე, 5 წლის განმავლობაში, შევქმენით ისეთი ახალი უბანი, სადაც არის მოწესრიგებული და განსხვავებული გარემო. ამ ყველაფერს დიდი ყურადღება ექცევა ჩვენს კომპლექსში. დღეს ჩვენი უბანი მაცხოვრებლების საყვარელ ადგილად იქცა. კომპანიისათვის ასევე მნიშვნელოვან უპირატესობას წარმოადგენს მშენებლობის ვადები და ხარისხი. კომპლექსი  ესტონური ინვესტიციით ხორციელდება და ჯამში 30 სახლისგან შედგება. 2013 წლიდან დღემდე, 18 სახლი გვაქვს უკვე აშენებული და ჩვენს კომპლექსში 700-ზე მეტი ოჯახი არის შესახლებული.

M: როგორც ვიცი, “შენი სახლი ჯიქიაზე” არ არის მხოლოდ ერთი კორპუსი, უფრო უბანია. როგორია საცხოვრებელი კომპლექსის ეკოსისტემა?

საცხოვრებელი გარემო, რომელსაც ჩვენ ვქმნით, მაქსიმალურად არის მორგებული მაცხოვრებლის საჭიროებებსა და სურვილებზე. ჩვენი პროექტი მოიცავს გამწვანებულ ეზოს და მოწესრიგებულ ინფრასტრუქტურას, ასევე დასასვენებელ პარკს, ბავშვთა გასართობ მოედანს. საცხოვრებლად საუკეთესო და კომფორტული გარემო უზრუნველყოფილია კეთილმოწყობილი ტერიტორიით, მოწესრიგებული სადარბაზოებით და სხვა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ჩვენი და მყიდველის ურთერთობა ბინის შეძენის შემდეგ არ სრულდება – უფრო მეტიც, ამის შემდეგ იწყება. გვაქვს ჩაამოყალიბებული სპეციალური სერვის მენეჯმენტი, რომელიც უზრუნველყოფს, კომპლექსში სადარბაზოების დალაგება-დასუფთავებას, ლიფტის გადასახადის, ნათურების გამოცვლის თუ სხვა ტექნიკური საკითხების მოგვარებას, კომპლექსში მუშაობს მებაღე, რომელიც უვლის თითოეულ ხეს, კომპლექსს იცავს 24 საათიანი დაცვის სამსახური. აღნიშნული მომსახურება ფასიანია, თუმცა თითოეული მომხმარებლისთვის კომფორტული.

M: რას აკეთებთ განსხვავებულს უკვე არსებული მაცხოვრებლებისთვის? რა აქტივობებით იზიდავთ ახალ მობინადრეებს?

პროექტში, ყველაზე მნიშვნელოვანი არის გამწვანება. პროექტის განხორციელებისთანავე, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ უნდა შეგვენარჩუნებინა ტერიტორიაზე არსებული მწვანე საფარი და სამშენებლო ტერიტორიაზე არსებული ხეები. ადგილზე დაგვხვდა 452 ხე და  ჩვენი მხრიდან ყოველწლიურად ემატება მათი რაოდენობა, დღეის მდგომარეობით 200-ზე მეტი ხე გვაქვს უკვე დარგული, ამ პროცესში აქტიურად ერთვებიან ჩვენი მაცხოვრებელები და  ვცდილობთ ერთიანი ძალებით ვიზრუნოთ ჩვენი კომპლაქსის განვითარებაზე. ჩვენს კომპლექსს რომ ესტუმროთ, ძალიან ბევრ საინტერესო და მხიარულ ნამუშევარ აღმოაჩენთ, როგორც სკვერებში თუ სახლების ფასადზე, ასევე სადარბაზოებში. უბნის კეთილმოწყობის გარდა, გადავწყვიტეთ მაცხოვრებელების განწყობაზეც გვეფიქრა, – მხატვრების ჯგუფი, რომელიც ჩვენთან მუშაოებს, ქმნიან საოცარ ნამუშევრებს, პატარა ქანდაკებებს, ხელნაკეთ ნივთებს,  გაფორმებული აქვთ თითოეული სადარბაზო ნახატებით და ქართული ანდაზებით – ეს ყველაფერი ჩვენი მაცხოვრებლებისთვის იქმნება.

[R]

19th KIAF early birds deadline is almost here!

არა ფერიდან, ყველა ფერამდე, ანუ 2018 წლის გრაფიკული დიზაინის ტრენდები! – ნინო ლაზარაშვილის (Bruce Lee) #აზრები