Alzheimer’s Society–ს ახალ კამპანიაში, რომელიც დემენციის მქონე ადამიანების დასახმარებლად შეიქმნა, Channel 4 და ITV ერთობლივი ძალებით ჩაერთნენ. სტატისტიკის თანახმად, დემენცია დიდ ბრიტანეთში ერთ–ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა, რომელიც ხშირ შემთხვევაში ფატალურად სრულდება. რაც ყველაზე უარესია, ამ დიაგნოზის მქონე ადამიანებს, მარტოს უხდებათ საკუთარ მდგომარეობასთან ბრძოლა. სწორედ, მათ დახმარებასა და საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად ახალი კამპანია, რომლისთვისაც სარეკლამო ვიდეორგოლი სააგენტო McCann London–მა შექმნა. ასაკი, სოციალური სტატუსი, რელიგია, პოლიტიკური შეხედულებები, სექსუალური ორიენტაცია, ცხოვრებისეული იდეოლოგია, გემოვნება და ყველა ის საკითხი, რაც ადამიანებს ერთმანეთისგან გყოფს, დასავიწყებელია. დემენციას არცერთი ზემოთ ჩამოთვლილი არ ახსოვს, ადამიანებს კი, რომლებიც ამ დაავადებას ეწირებიან, დახმარება უფრო სჭირდებათ, ვიდრე ამ თემებზე კამათი.














